gallery images

საჭიროა 302 ხელმოწერა

1698
2000

ადრესატი:

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

გააშუქოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრემიერ ლიგა!

ქართული ახალგაზრდობა სპორტითა და ფეხბურთით ძალიან დაინტერესებულია. საქართველოში ერთადერთი ტელევიზია, რომელიც აშუქებს სპორტულ მოვლენებს და ამავდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომია, საზოგადოებრივი მაუწყებელია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ტელევიზიები ვეღარ გააშუქებენ უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებს. არსებობს სილკ სპორტი, თუმცა იგი სხვადასხვა მატერიალური თუ სხვა მიზეზების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია. ეს ყველაფერი კი იმ ახალგაზრდობის სრული დაცინვაა, რომელიც ასე გულიანად გულშემატკივრობს ფეხბურთს. მინდა ამ აზალგაზრდების სახელით, მივმართო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ შეიძინოს ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩები და გააშუქოს იგი პირველ ან მეორე არხზე. აქამდეც ისინი იყვნენ საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის მებრძოლნი და ახლაც მათ ვთხვთ და მათგან ველოდებით დახმარებას. პრემიერ ლიგა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩემპიონატია მსოფლიოში და მისი ხილვა ქართულ ტელესივრცეში დიდ ბედნიერებას მოგვრის ათასობით ადამიანს. თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს საკმარისი სახსრები, მაშინ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გამოუყოს მათ საკმარისი თანხა ამ ერთობ სასიკეთო და სასარგებლო საქმის განსახორციელებლად.