gallery images

გამარჯვებული

2000
2000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულია საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების  პრეზიდენტი, ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

 ექიმების პროფესიულ საქმიანობას კონფლიქტურ სიტუაციებშიც ყოველთვის ნეიტრალური როლი ენიჭება და ამ მხრივ, აღმაშფოთებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკანონო დაკავება.

 ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი,მეგობრები და კოლეგები მოვუწოდებთ მსოფლიო ექიმთა საზოგადოებას და ყველა თავისუფალ ადამიანს დაგვეხმარონ მისი უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებული პროტესტის გავრცელებაში და მოუწოდონ მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ.