gallery images

საჭიროა 19845 ხელმოწერა

155
20000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საგანგებო მდგომარეობის დროს შემოსავლის გარეშე დარჩენილთა მხარდასაჭერად

მოგეხსენებათ, COVID-19 ინფექციის გავრცელების პრევენციისა და ლოკალიზების მიზნით, 2020 წლის 21 მარტს ქვეყანაში  გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომლის თანახმადაც, 21 აპრილამდე ქვეყანაში იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა; იზოლაციის ან კარანტინის წესების დამრრვევი პირები იძულების წესით იქნებიან განთავსებული საკარანტინო სივრცეებში და დაეკისრებათ სათანადო სანქცია.

მთელი  ქვეყნის მასშტაბით დახურულია ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო ობიექტების, ბანკების, აფთიაქების, სამედიცინო დაწესებულებებისა და ფოსტისა. ამ გადაწყვეტილებით, რომელიც ცალსახად აუცილებელია , ათასობით ოჯახი დარჩა შემოსავლის წყაროს გარეშე, რადგან დასაქმებლთა გარკვეული ნაწილი დამოკიდებული გახლდათ დღიურად გამომუშავებულ შემოსავალზე, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ თვითდასაქმებულები, რომლებსაც არ ერიცხებათ ფიქსირებული ხელფასი.

ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია მათზე პასუხისმგებლობის  აღება სახელმწიფოს მიერ.  მოვითხოვთ, ყველა რეგიონში აღვრიცხოთ შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილი  ადამიანები,  გამოინახოს  თანხები და დაენიშნოთ საარსებოდ აუცილებელი მინიმალური დახმარება, ვიდრე არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება და ისინი შეძლებენ დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას  თუ სამსახურებს , რადგან მათი დიდი ნაწილი არ ფლობს არავითარ დანაზოგს, რაც მათ შიმშილობის და კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის რეალური საფრთხის წინაშე აყენებთ. 

 

დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი  ინიციატივა გათვალისწინებული იქნება და აღნიშნული ჯგუფი არ დარჩება საარსებო მინიმუმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის დროს.

პატივისცემით

ნინო  ბაისონაშვილი 

მანანა მიქავა