gallery images

საჭიროა 9959 ხელმოწერა

41
10000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი

გაუქმდეს კონკორდატის ხელშეკრულება

ბოლო პერიოდში გავითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საპატრიარქო წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს სახელმწიფოში. ჩვენ ყველა ვხედავთ როგორ ანტისახელწმიფოებრივ ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. დღეს როდესაც ადამიანთა სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე ერთის მხრივ საპატრიარქო არ თმობს პოზიციებს იმიჯისთვის, მეორეს მხრივ კი მრევლის ხმების დაკარგვის შიშით ხელისუფლებას არ აქვს ნება დაუპირისპირდეს ამ მავნებლურ გადაწყვეტილებებს. მეტიც არაერთი მაღალჩინოსნისაგან მოვისმინეთ აღიარება, რომ საპატრიარქო წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეს, რომელსზეც არ ვრცელდება არანაირი კანონი და სამართალი.

ყველაფერ ამის ხელმშემწყობი ფაქტორი კი არის სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის დადებული კონკორდატის ხელშეკრულება, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური და ანტისეკულარული. სწორედ ეს აღნიშნული დოკუმენტი აღიარებს ქვეყანაში მართლმადიდებლური რელიგიის უპირატესობას, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ფინანსდება საპატრიარქო მილიონობით ლარით გადასახადის გადამხდელთა ფულიიდან, მათ შორის არა მართლმადიდებლებისგამ. 

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის ყველა ძირითად პრინციპს და საპატრიარქოს აწვდის განუსაზღვრელ ძალაუფლებას. ამიტომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ გაუქმდეს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის კონკორდატის ხელშეკრულება!