gallery images

საჭიროა 99999 ხელმოწერა

1
100000

ადრესატი:

თბილისის საკრებულო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

დედაქალაქში შენობა-ნაგებობათა სიმაღლის ზღვრული ჭერის დაწესების შესახებ

დედაქალაქში სიმაღლის ზღვრული ჭერის დაწესება

 

  მოცემულობა:

  დედაქალაქში ათწლეულობის განმავლობაში წარმოებულმა უსისტემო მშენებლობამ ურბანული სხეულის დაზიანება-დამახინჯება გამოიწვია, რამაც გააუარესა ეკოლოგიური ვითარება.

 ჰორიზონტალურის ნაცვლად ვერტიკალურად და არაჰანმორიულად განვითარებული დედაქალაქი იქცა ეკოლოგიური კატასტროფის ზონად (სამწუხაროდ თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის მაჩვენებლით ლიდერობს) საავტომობილო საცობებით,  ჭარბი პოპულაციის კონცენტრირებით მიკრო ზონებში, ქალაქის ვენტილაციის დონის შემცირებით და მწვანე ზონების დაბალი მაჩვენებლებით  განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან მიმართებით ანტი რეკორდებს ამყარებს.

 მაღლივი კორპუსების ავარიის, ხანძრის და სხვა ტიპის კატასტროფების დროს ერთი-ორად ძნელდენა ევაკუაციის, სამაშველო ოპერაციის და ავარია/კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია.

  საქართველო ზომიერი აქტივობის სეისმურ ზონას მიეკუთვნება და როგორც ქვეყანაში, აგრეთვე სამეზობლოში დაფიქსირებულია დამანგრეველი ხასიათის ტექტონიკური ძვრები,

 

წინადადება:

 დაწესდეს ზღვრული ჭერის კრიტერიუმი,  კერძოდ გრუნტის ზედაპირიდან 20 მეტრი სიმაღლის მეტი შენობა-ნაგებობის  მშენებლობა აიკრძალოს.

(გამონაკლისი დაიშვას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის და ცენტრალური მთავრობის თანხმობით.)

უპირატესობები:

·         გაუმჯობესდება ეკოლოგიური ვითარება;

·         საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება და მოხდება პოპულაციის გადანაწილება;

·         სამუშაო ადგილები დედაქალაქში დიდწილად გაიზრდება ვერტიკალური განვითარების ნაცვლად ბუნებრივი და ჰარმონიული ჰორიზონტალური განვითარების გამო;

·         სხვადასხვა ტიპის ავარიების, კატასტროფების და ეპიდემიების შემთხვევაში, როგორც პრევენციული, აგრეთვე სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება ბევრად გამარტივდება;

·         მოიმატებს, მწვანე და ღია სპორტული ზონების რაოდენობა;

·         დედაქალაქის მაცხოვრებლების სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდება და ხანგრძლივობა გაიზრდება.

 

გიორგი მკურნალიძე

2020  წლის 23 აპრილი