gallery images

საჭიროა 9268 ხელმოწერა

732
10000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი

დამატებითი საარჩევნო უბნები ემიგრანტებს

ალბათ, ემიგრაციაში ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სამშობლოს აწმყო არ აღელვებს და მის უკეთეს მომავალზე არ ოცნებობს;
ადამიანი, რომელიც არ ოცნებობს საქართველოს ღირსეულ და დემოკრატიულ განვითარებაზე, ან იმ სიკეთეების თავის სამშობლოში ხილვაზე, ევროპულ, თუ ამერიკულ რეალობაში რომ უნახავს.

ჩვენ საქართველოს სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ და ჩვენი ვალია, სამოქალაქო პასუხისმგებლობა ავიღოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც: მივიდეთ უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე და ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ.

გააზრებული გვაქვს ისიც, რომ უამრავი ემიგრანტი ამას სიამოვნებით გააკეთებდა, რომ არ ჰქონდეს საარჩევნო უბანთან (საელჩო, საკონსულო) მანძილის პრობლემა. ზოგ შემთხვევაში კი ამ მანძილის გასავლელად ერთი დღე არ არის საკმარისი.

ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით -
 ,,ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი" (როგორც უცხოეთის საარჩევნო უბნების სადამკვირვებლო ორგანიზაცია) 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოეთში ვითხოვთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ისეთ საკვანძო ქალაქებში, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 10 ათასს სცილდება.

ქართული ემიგრაციის ხმები უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავლისთვის!

იაქტიურეთ, შეუერთდით მანიფესტს და დაადასტურეთ ხელმოწერით, რათა არ დაიკარგოს ჩვენი, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეების საარჩევნო ხმა.

1. ამერიკა (3 საარჩევნო უბანი):
(ფილადელფია: 1; კალიფორნია: 2)

2. საფრანგეთი: სტრასბურგი - 1;

3. თურქეთი: იზმირი - 1;

4. იტალია (4 საარჩევნო უბანი):
მილანი;
ფლორენცია;
ნეაპოლი;
ბარი.