gallery images

საჭიროა 961 ხელმოწერა

39
1000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა

ხაშურის მუნიციპალიტეტშიც გვჭირდება წყალი!

ათწლეულებია ხაშურის ქუჩების დიდ ნაწილში ონკანის წყალი არ წამოსულა!ათწლეულებია ხაშურის მოსახლეობა იწამლება არტეზიული ჭის წყლებით.
ათწლეულებია მოსახლეობის ნაწილი წყალს მეზობლებისგან ეზიდება (ვისაც ჭა არ აქვს).

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყაროს სადინარი არხები მოიშალა, წყლები აღარ აღწევს სოფლებამდე.

ზუსტად 4 თვეა ხაშურში, ყაზბეგის ქუჩის კორპუსებში ონკანიდან წყალი არ წამოსულა (მანამდე განრიგით მოდიოდა)!
მაშინ როცა 21-ე საუკუნის მეორე ათწლეული იწურება, ხაშური კი ქალაქის სტატუსითაა. მუნიციპალიტეტის მოსახლება 52 000-ზე მეტია, ხოლო ქალაქ ხაშურში 26 000-ზე მეტი მოსახლეა. მუნიციპალიტეტის დედაქალაქიდან სულ 114 კილომეტრის სავალზეა და ამ ცივილიზებულ სამყაროში ჩვენ წყალი არ გვაქვს!

მოაწერეთ ხელი პეტიციას და მოითხოვეთ, რომ ხაშურში წყლის პრობლემა მოწესრიგდეს!