gallery images

საჭიროა 19508 ხელმოწერა

492
20000

ადრესატი:

თბილისის საკრებულო
თბილისის მერია

იპოდრომი - თბილისის ცენტრალური პარკი - მეორე ეტაპი

მოგეხსენებათ, თბილისის იპოდრომის ტერიტორია დაუბრუნდა ქალაქს, რაც, უდავოდ, ძალიან სასიხარულო ფაქტია. ახლა საჭიროა, რომ შემდეგი ნაბიჯები, რომელსაც მერია გადადგამს, იყოს თანმიმდევრული და სამართლიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იქნას მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

ვითხოვთ, რომ გამოცხადდეს ღია კონკურსი პროექტირებაზე და ჟიური დაკომპლექტდეს სპეციალისტებით. პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში ჩაერთოს ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ ტერიტორიით ხშირად სარგებლობს.

რაც შეეხება უკვე მზა პროექტს, რომელიც წარმოადგინა მერიამ, წარდგენილ იქნას აღნიშნული კონკურსის ფარგლებში სხვა საკონკურსო პროექტებთან ერთად და განიხილოს ჟიურიმ.

გთხოვთ ყველას, მოაწეროთ ხელი ამ მოთხოვნას!