gallery images

საჭიროა 29911 ხელმოწერა

89
30000

ადრესატი:

ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

პანდემია ფორს-მაჟორია!

პანდემია ნამდვილად წარმოადგენს ისეთ საყოველთაო ფორს-მაჟორულ გარემოებას, რომელიც იძლევა მოქალაქეთა საბანკო ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. ჩვენი მოთხოვნაა მოქალაქეები საბანკო ვალდებულებებისაგან გათავისუფლდნენ პანდემიის დასრულებამდე.

„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს“ პეტიცია

ქვეყანა იმყოფება კორონა ვირუსითა და მთავრობის უუნარობით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში. ამ ფონზე გადაუდებელი ამოცანაა, მოქალაქეებს შეუმსუბუქდეთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობის უმეტესობას მძიმე ტვირთად აწევს საბანკო სესხები. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეთა გათავისუფლება საბანკო ვალდებულებების შესრულებისაგან. საყოველთაოდ აღიარებული განმარტების თანახმად, ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია. 
           
პანდემია ნამდვილად წარმოადგენს ისეთ საყოველთაო ფორს-მაჟორულ გარემოებას, რომელიც იძლევა მოქალაქეთა საბანკო ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. ჩვენი მოთხოვნაა მოქალაქეები საბანკო ვალდებულებებისაგან გათავისუფლდნენ პანდემიის დასრულებამდე. ამდენად, ჩვენ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" და ქვემოთ ხელისმომწერნი საქართველოს მოქალაქეები, მივმართავთ მთავრობას, ფორს-მაჟორული მდგომარეობის - პანდემიის დასრულებამდე უზრუნველყოს: 

   1. ბანკების მიერ მოქალაქეებისთვის პანდემიის დაწყებამდე აღებულ სესხებზე დაგროვილი პროცენტების გაქვითვა; 
   2. აღნიშნულ სესხებზე დარიცხული ჯარიმების გაუქმება;
   3. გამოაცხადოს მორატორიუმი მოქალაქეთა მიერ პანდემიამდე აღებული საბანკო ვალდებულებების შესრულებაზე.