gallery images

საჭიროა 981 ხელმოწერა

519
1500

ადრესატი:

თავისუფალი და აგრარული უნივერისიტეტებისს ადმინისტრაცია

მოვითხოვთ სრულ დისტანციურ სწავლებას აგრარულ და თავისუფალ უნივერსტეტებში

პეტიციის შექმნის მიზანია აგრარული და თავისუფალი უნივერსეტების სრულ დისტანციურ სწავლის რეჟიმზე გადასვლა. დღემდე უნივერსტეტის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილმა ცალკეულმა წერილებმა მიზანს ვერ მიაღწია. ამდენად, მიგვაჩნია, რომ საერთო პეტიცია უფრო ეფექტური იქნება. სტუდენტებიც და ადმინისტრაციაც უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი მიზანია ჯანმრთელობის დაცვა და არა ვალდებულებების თავიდან არიდება, რაც უნივერსიტეტში ჩაბარების დღიდან გვაკისრია. სამწუხაროდ, Covid-19-ის შემთხვევები დრამატულად მატულობს და, ექსპერტთა აზრით, კიდევ უფრო მოიმატებს. ჩვენს უნივერსიტეტში დაავადდნენ როგორც სტუდენტები, ასევე პედაგოგები. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების დაცვა საკმარისი არ არის. კონტაქტური სწავლება თავისთავად საფრთხისშემცველია, რასაც ემატება ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული რისკები. მართალია, სტუდენტებს ზოგადად ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ მათ ნაწილს ოჯახში ჰყავს რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები. ცხადია, რომ უნივერსიტეტში სიარული მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს. ამდენად, მიმდინარე ეტაპზე აუცილებლად მიგვაჩნია სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და მაქსიმალურად სახლში დარჩენა. განათლების მნიშვნელობა განუზომელია, მაგრამ ყველაზე ღირებული მაინც სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. Campus Students VS Covid-19