gallery images

საჭიროა 5369 ხელმოწერა

4631
10000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა

შემცირდეს სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი

 

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ:

მინიმუმ შემდგომი 6 თვის განმავლობაში ცენტრალური (სახელმწიფო) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუროკრატიის, სახელმწიფო სტრუქტურებში, სსიპ–ებში,ა(ა)იპ–ებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული  ადამიანების (გარდა პედაგოგებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებისა,  ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა), მაქსიმალური ხელფასი განისაზღვროს არაუმეტეს დაქირავებით დასაქმებულთა თვიური საშუალო ხელფასის ოდენობით, რომელმაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წლის მეორე კვარტალში შეადგინა 1 150 ლარი.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ცხრა თვის თავზე ნათელია,რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ  წარმოებულმა კოვიდთან ბრძოლის  პოლიტიკამ ქვეყანა გარდაუვალი კოლაფისის პირას მიიყვანა.ხელისუფლების შეცდომები ძვირად უჯდება საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს.

საქართველოს ხელისუფლებამგააჩერა ქვეყნის ეკონომიკა მოქალაქეებს აუკრძალა მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები ყოველგვარი დასაბუთების, გონივრული გათვლის, გრძელვადიანი გეგმის გარეშე. პარალელურად კი არ უზრუნველყო ჯანდაცვის სისტემის მომზადება, ტესტირების სისტემის გამართვა, ჰოსპიტალური სექტორის მომზადება, კოვიდ ინფიცირებულთა ნაკადების  იმგვარი მართვა, რომელიც რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენის საშუალებას მოგვცემდა.

ხელისუფლების პოლიტიკამ დააზარალა ბიზნესი, კერძო კომპანიები, უმუშევრად, უსახსროდ დატოვა ასეულ ათასობით ადამიანი, გაცემული კომპენსაციების მოცულობა კი სრულიად არათანაზომადი და  განუზომლად მცირეა კოლოსალურ დარტყმასთან შედარებით, რაც ადამიანებს, ბიზნესს და ეკონომიკას მიადგა.

კერძო სექტორში დასაქმებული ასეულ ათასობით ადამიანის ცხოვრების ხარისხი კატასტროფულად გაუარესდაიმის გამო, რომ მათ ჩამოერთვათ შრომის უფლება და აეკრძალათ  კონსტიტუციით აღიარებული ეკონომიკური თავისუფლებაჯანდაცვის ინტერესებისიდან გამომდინარე, რომლის დაცვა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.შეზღუდვების ახალი ტალღის შემდეგ კი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება არა მხოლოდ კერძო სექტორი, არამედ ბიუჯეტიც.

ხელისუფლება  საკუთარი შეცდომების უმძიმესი შედეგების გამოსწორებას კვლავ კერძო სექტორის, ბიზნესის, ადამიანების ხარჯზე ცდილობს და უმკაცრესი შეზღუდვების ფონზე დაზარალებულ ბიზნესს მხოლოდ სიმბოლურ შეღავათებს სთავაზობს, შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას კი სიმბოლურ დახმარებას, რომელიც მცირედითაც ვერ აუმჯობესებს მათ მდგომარეობას. 

ცხადია, რომ ხელისუფლების  პრიორიტეტი კვლავ   ბიუჯეტის შევსებაა, საიდანაც სამწუხაროდ სულ უფრო ნაკლებად ფინანსდება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები და სულ უფრო მეტად –კორუფციული ინტერესები, საჯარო მოხელეთა კეთილდღეობა, რომელიც მცირედითაც არ დაზარალებულა იმ დროს, როცა ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობის მდგომარეობა რადიკალურად დამძიმდა.

ხელისუფლებამ დაივიწყა , რომ საქართველოს მოქალაქეები თანასწორნი ვართ კანონისა და კონსტიტუციის წინაშე, სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს “საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური პრინციპების განმტკიცებაზე“(საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5).

იმ დროს, როდესაც ხელისუფლება შემზღუდავი ზომების გასამართლებლად ადამიანების სიცოცხლით სპეკულირებს, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში663 მლნ ლარით შეამცირა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. სამაგიეროდ, შემცირება არ შეხებია ბიუროკრატიული აპარატის ხარჯებს და საჯარო მოხელეთა, მათ შორის თავად ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ხელფასებს.

ამორალურია, როცა შენი ქვეყნის მოსახლეობას, კერძო სექტორს აკისრებ მთელ ტვირთს და პასუხისმგებლობას პანდემიის გამო,   ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე უკრძალავ მათ არსებობისთვის აუცილებელ მინიმალურ საქმიანობას და ქმედებას, მნიშვნელოვნად ამცირებ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებას და ამ დროს არც განიხილავ   საჯარო მოხელეთა კეთილდღეობის მცირედით გაუარესებსაც კი.

როცა სახელმწიფო თვლის, რომ მისი შემზღუდავი ღონისძიებების გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის არსებობისთვის 200 ლარიანი კომპენსაცია საკმარისია, უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულისთვის ერთჯერადად გაცემული 300 ლარი ადეკვატური კომპენსაციაა, როცა კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების უმრავლესობა უკიდურესად გაღატაკდა, როცა სახელმწიფოს კვლავ ურთულესი გამოწვევების დაძლევა მოუწევს პანდემიასთან ბძროლაში და მისი შედეგების აღმოფხვრისთვის,დაუშვებელია ამ დროს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები ათასობით ლარი იყოს და მათ არანაირი ცვლილება არ შეეხოს, ისევ კერძო სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე.

ამიტომ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან ამ პეტიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.