gallery images

საჭიროა 246 ხელმოწერა

4
250

ადრესატი:

სასამართლო

“Atrium” owner VS “Redco”

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ გახლავართ გუდაურის კომპლექსის “ატრიუმის” აპარტამენტის მფლობელი.

მინდა აღვნიშნო, რომ ზემოაღნიშნული კომპლექსი უნდა დასრულებულიყო 2018 წლის სექტემბერში (რაც ასახულიყო იყო ხელშეკრულებაშიც), თუმცა დეველოპერის ბრალეულობით კორპუსის ჩაბარება მფლობელებისათვის მოხდა მხოლოდ 2019 წლის ივლისში, რაც შეეხება კორპუსის ოფიციალურად ჩაბარებას, დეველოპერის დაპირების მიუხედავად, “ატრიუმ”-ს დღემდე “დაუსრულებლის” სტატუსი აქვს. ყოველივე ამის გამო, აპარტამენტების მეპატრონეებმა ზარალი განიცადეს. მოგეხსენებათ, რომ 2019-2020 წ.წ. სეზონს ბევრი სირთულე აახლდა, მათ შორის წყლის პრობლემა, თოვლის სიმცირე და მარტის დასაწყისშივე პანდემიის გამო დახურული სეზონი. მიუხედავად ამისა, მომსახურე კომპანიამ სულ მცირე ხნით შესთავაზა მომხმარებლებს 30%-იანი ფასდაკლება (ისიც მხოლოდ იმ ნაწილზე იყო საუბარი, ვისაც იმ ეტაპზე გადახდილი არ ჰქონდა გადასახადი, თორემ იმ მფლობელებს, რომლებმაც პირველებმა შეიტანეს გადასახადი და დაფარეს დავალიანება, აღნიშნული ფასდაკლება საერთოდ არ ეხებოდა), რითი სარგებლობაც პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო, ბევრმა ვერ მოახერხა.

როგორც ვიცით, 2020-2021 წ.წ. სეზონი 2021 წლის თებერვლამდე არ იხსნება. მიუხედავად იმისა, არის თუ არა აპარტამენტი გაქირავებისთვის თუ საკუთარი მოხმარებისთვის, მისი გამოყენება, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეგახსენებთ, რომ გახლავართ შპს “რედკო მენეჯმენტის” დამკვეთები, ამიტომ შექმნილ სიტუაციაში მოვითხოვთ, რომ 2021 წლის შემუშავდეს მომსახურების სპეციალური გეგმა შესაბამისი ტარიფით… გვესმის, რომ მიუხედავად გამოყენებისა, გვაქვს ხარჯები, რომელსაც ვერ გავექცევით, ამიტომ მზად ვართ, კომპანიასთან ერთობლივად განვიხილიოთ აუცილებელი და წლევანდელი წლისათვის ნაკლებად საჭირო ხარჯები და ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება (მაგალითად რეცეფშენი, რომლის თანხაც აპარტამენტის მფობელებმა გადაიხადეს, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა, რაც მომსახურე კომპანიამ ახსნა პანდემიური სიტუაციით). 

ვფიქრობთ, კომპანიას გააჩნია რესურსი წლევანდელი სეზონისთვის სპეციალური ტარიფი შემუშავდეს: 1. ამჟამინდელი ტარიფი, დადგინდა დაახლოებით 2018 წ., როდესაც დოლარის კურსი იყო 2,5, შესაბამისად მომსახურე კომპანიის ხარჯი დოლართან მიმართებაში შემცირდა (თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელოდ გაზრდილ გაზის გადასახადს), 2. რეცეფშენი თითქმის მთელი წელი არ ფუნქციონირებდა (იანვარ-თებერვალს თუ არ ჩავთვლით), 3. სხვა შენობებისგან განსხვავებით არასეზონზე არ ხდებოდა “ატრიუმი”-ს სისტემატური დასუფთავება. 4. შესაძლოა ამ სეზონზე ინტერნეტისა და ტელევიზიის გათიშვა 5. ხალხის სიმცირის გამო ბუნებრივი აირის გადასახადი ისედაც შემცირებული იქნება წინა წლების ამ პერიოდთან შედარებით. 6. ყველა სხვა პუნქტზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ და საერთოდ აზრამდე მივიდეთ.

 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზაობას განვიხილოთ ყველა საჭირო ხარჯის გადახდასთან დაკავშირებით, თუმცაღა ვფიქრობთ, არასწორია მიდგომაა, როდესაც კომპანია თვლის, რომ პანდემია არ არიას მიზეზი მივიღოთ არასტანდარტული გადაწყვეტილება და მიიჩნევს, რომ აპარტამენტის მფლობელებმა გადასახადის სრული ოდენობა უნდა აანაზღაურონ (ეს იმის ფონზე, რომ უმრავლესობას ხელშეკრულების ვადა ამოწურულია). 

ამასთანავე, მობინადრეთა იმ ნაწილს, ვისაც უკვე გადახდილი აქვს 2021 წლის გადასახადი შესაბამისი თანხა გამოექვითოს 2022 წლის აგდასახადიდან.

პატივისცემით, 

"ატრიუმი"-ს აპარტამენტის მფლობელი