gallery images

გამარჯვებული

5256
5000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

● შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება!!!

ბათუმის ძველი ბულვარში, რომლის განაშენიანებაც ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის საბაღე–საპარკო ხელოვნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შპს „ამბასადორი ბათუმი“ 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. 

მიუხედავად იმისა, რომ 16-სართულიანი სასტუმრო სრულიად შეუსაბამოა ბულვარისთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, საფრთხეს უქმნის და ამცირებს ბულვარის კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას. პროექტი უკვე მოიწონა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ და მასზე ნებართვის გაცემა აქვს გადაწყვეტილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც.

მსგავსი გადაწყვეტილებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საკუთარი ძირითადი ვალდებულების შესრულებისა და ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ნაცვლად თავად ხდება ბულვარის განადგურების პროცესის მონაწილე და აგრძელებს ბათუმის განაშენიანების არასისტემურ და გაუაზრებელ პრაქტიკას, რომელმაც უკვე გამოუსწორებელი შედეგები დააყენა ქალაქ ბათუმისთვის. 
ხაზგასასმელია, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარისთვის არსებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია და მოწესრიგება.
ჩვენი მოვალეობაა წინ აღვუდგეთ ამ უკანონობას და დავიცვათ ბათუმის ბულვარი განადგურებისაგან. 
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:
    1.    დაუყონებლივ შეწყდეს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა და გაუქმდეს გაცემული ნებართვა. 
    2.    ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე შეჩერდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებელობაზე ნებართვის გაცემა.  


დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილ მშენებლობაზე და თანმდევ უკანონო პროცესებზე შეგიძლიათ იხილოთ:
ttps://batumelebi.netgazeti.ge/news/324681/?fbclid=IwAR2SktljP7nx4t4j2JmxwXAcSCe_h5UhKoH9zdnolx4Qd2KcKLTvxwloA2g