Contact Information
gallery images

საჭიროა 979 ხელმოწერა

21
1000

ადრესატი:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურა

საქართველოს მხარდაჭერა ალიონა თანის!!!

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გოგოზე, რომელმაც Instagram-ზე დაწერა – “აფხაზეთი საქართველოა”. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 27 მარტს სოც. ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე და მასში ასახული ყველა პირის მიმართ დაიწყო.

ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებში დაფიქსირებული მრავალი უკმაყოფილო მესიჯების შემდეგ, გავრცელებული ვიდეოს ავტორის, 2001 წელს დაბადებული ალიონა თანის მშობლები დაიკითხნენ.

თავად ალიონა თანის კი ვიდეორგოლის გავრცელებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოში საზოგადოებისთვის ბოდიში მოახდევინეს.

ჩვენ, ხელის მომწერებს გვსურს, დავაფიქსიროთ მის მიმართ მხარდაჭერა და მოვუწოდოთ ეგრეთწოდებულ დეფაქტო სამართალდამცველებს შეწყვინოთ ზეწოლა ალიონას და მის ოჯახზე.