# სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
32409 ეკა ნადირაძე საქართველო გორი 2021-05-21
32408 ნინო მიქიაშვილი საქართველო რუსთავი 2021-05-21
32407 გიორგი ქიმერიძე საქართველო თბილისი 2021-05-21
32406 Giorgi Gurguliani საქართველო მესტია 2021-05-21
32405 რეზო ბურჯანაძე საქართველო ქუთაისი 2021-05-21
32404 მარიამ ახვლედიანი საქართველო თბილისი 2021-05-21
32403 ენდი ფარულავა საქართველო თბილისი 2021-05-21
32402 გიორგი ახვლედიანი საქართველო Tbilisi 2021-05-21
32401 Zura Getia საქართველო Tbilisi 2021-05-21
32400 ალეკო გაბისონია საქართველო ფოთი 2021-05-21
32399 გაგა ნერსეზაშვილი საქართველო თბილისი 2021-05-21
32398 სალომე შარაძე საქართველო თბილისი 2021-05-21
32397 Tako Tutashvili Georgia Tbilisi 2021-05-21
32396 Luka Sulakauri Georgia Tbilisi 2021-05-21
32395 დავით უბილავა Georgia თბილისი 2021-05-21
32394 გიორგი ზაზარაშვილი საქართველო გორი 2021-05-21
32393 ქეთი სამადაშვილი საქართველო თბილისი 2021-05-21
32392 ლელა ბიბილაშვილი საქართველო თბილისი 2021-05-21
32391 ელენე ასათიანი საქართველო თბილისი 2021-05-21
32390 ბაქარი ჭურღულია საქართველო თბილისი 2021-05-21
author image

გიგი  თევზაძე

დაიბადა 1967 წლის 22 ივნისს თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1989 წელს ფილოსოფიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1992 და 1997 წლებში, შესაბამისად, დაიცვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 

მისი სამუშაო ისტორია მოიცავს სხვადასხვა გამოცდილებას, როგორებიცაა: საველე სამუშაო იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენის ცენტრში (1985-1995), რეგიონული გაზეთის გამომცემელი (1987-1988), ლექტორი (1992-დან დღემდე), სამთავრობო რეფორმების კონსულტანტი (1995-1997 – UNDP, 2000-2001 – მსოფლიო ბანკი). სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსის (1997-2000), სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრის (2001-2003), საქართველოს განათლების რეფორმის პროექტის დირექტორის (2004-2006), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის (2006-2013) თანამდებობებზე; 2006 წელს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და დავალებით დააარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წელს ეკავა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორია.

არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 16 წიგნისა და რამდენიმე ათეული ბლოგის ავტორი ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, მაკედონიურ და რუსულ ენებზე. კვლევის სფეროებია - ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, განათლების პოლიტიკა, ევოლუციის თეორია, ეთნოეკოლოგია, ადამიანის გენეტიკა, სოციალური ნეირომეცნიერება და ტვინის კვლევა. 16 წიგნიდან 3 მხატვრული ლიტერატურის ჟანრისაა.