gallery images

საჭიროა 99996 ხელმოწერა

4
100000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა

მოქალაქეთა ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის ხარისხის გაზრდა და მათი სოციალური პოზიციების გამყარების ღონისძიება

 

მოცემულობა:

 

  • საქართველოს მოსახლეობა  სხვადასხვა მიზეზთა გამო კლებულობს, კერძოდ: 

 

  • დაბადება/გარდაცვალების ბალანსი დარღვეულია ამ უკანასკნელის სასარგებლოდ; 
  • სახეზეა დაბალი სოციალური ყოფის მაჩვენებლები და უმუშევრობის მაღალი დონე, დაბალი ხელფასი/შემოსავალი ერთობლიობაში;
  • მაღალი ინტენსივობის მიგრაციული პროცესები და სხვა;

 

  • ეკონომიკის განვითარებისთვის, რამაც უმუშევრობის მაჩვენებლები უნდა შეამციროს, უპირობოდ  აუცილებელია უწყვეტი და იაფი ელექტრო ენერგიის გამომუშავება, რაც აგრეთვე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარანტსაც წარმოადგენს;
  • ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი ჰიდრო რესურსი, რომელიც მოქალაქეთა კეთილდღეობის ერთ-ერთ და ამავდროულად მრავალწახნაგოვან ასპექტად უნდა იქცეს;
  • საქართველო არ ფლობს ბუნებრივი აირის, ნავთობის და სხვა ენერგო მატარებლების ჭარბ მარაგებს და მის სიმდიდრედ გვევლინება აღდგენადი/განახლებადი, ეკოლოგიური და უსაფრთხო გრავიტაციული წყლების (აგრეთვე ზღვის ტალღების მიქცევაზე მომუშავე გენერატორები)  მეშვეობით გენერირებული ელექტრო ენერგია;
  • საქართველოს მოქალაქეები დაბადებით უნდა ფლობდნენ უფლებას ზემოხსენებული დარგობრივი სიკეთისა და წიაღისეულის თანამონაწილეობრივ ფლობაზე, მაგრამ ეს სტანდარტი არ უნდა გავრცელდეს სხვა სფეროებზე და მხოლოდ ამ კონცეფციის ფარგლებში უნდა დასრულდეს მსგავსი ინიციატუვების ფორმირება;
  • მნიშვნელოვანია მოქალაქეთა პასიური ჩართვა, კერძოდ-ბიზნესის წარმომადგენლებთან, კერძო მფლობელთან მართვადი/საწარმოო ჰიდრო რესურსებისა და ქარის რესურსების (ელექტროგენერაციული პროფილის) წილობრივი მეორეხარისხოვანი თანამონაწილეობით, რომელიც არ გულისხმობს საწარმოს მართვაში მონაწილეობას  საქართველოს მოქალაქეთა თანა საკუთრებას  უნდა წარმოადგენდეს;
  • მოქალაქეთა ჩართვა ქვეყნის განვითარებაში, კეთილდღეობის გაზრდა და სოციალური ბაზისის შექმნა საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში, მცირე და ინდივიდუალურ ბიზნეს აქტივობაში.

 

შეზღუდვები

 

  • დაუშვებელია წარმოდგენილი პროექტი შეეხოს: უკვე არსებულ (ექსპლუატაციაში გაშვებულ) ჰიდრო აგრეგატებს, ქარის აგრეგატებს და ზოგადად მცირე მასშტაბის აგრეგატებს და ყველა ტიპის მზის ენერგიის გენერირების სისტემებს. მაგრამ, თუ ზემოხსენებული კომპანია გაისტუმრებს რა სახელმწიფო ვალდებულებებს და მოისურვებს ჩაერთოს ახალი ტიპის ბიზნეს და საგადასახადო ურთიერთობაში, მას სრული უფლება აქვს;
  • პროექტი არ ვრცელდება საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელ პირებზე;
  • დივიდენდი არ დაერიცხება პირს (იმ პერიოდის განმავლობაში), რომელიც იძებნება საგამოძიებო სამსახურების მიერ; ან/თუ შეუერთდა/მონაწილეობს  ბანდ ფორმირებების, ან ტერორისტულ ორგანიზაციის საქმიანობაში; თუ სასამართლოს მიერ ძალაში შევიდა კანონიერი განაჩენი და იქნა ცნობილი მსჯავრდებულად;
  • დაუშვებელია წარმოდგენილი პროექტი გავრცელდეს მოპოვებად და სხვა სახის ბუნებრივ წიაღისეულზე, გარდა წარმოდგენილი დოქტრინისა.

 

პროექტი

 

  • საშუალო და მეგა ქარის, წყლის, (ზღვის ტალღების ენერგიის) ელექტრო ენერგიად გარდაქმნის აგრეგატები (ჰიდრო ელექტრო სადგურები) სრულად განთავისუფლდეს-საშემოსავლო, მოგების, ქონების და დღგს გადასახადებისგან;
  • საშუალო და მეგა ქარის, წყლის, (ზღვის ტალღების ენერგიის) ელექტრო ენერგიად გარდაქმნის აგრეგატების მფლობელმა მოგების 30% სახელობით/პერსონალურ ელექტრონულ აქციებად დაყოს საქართველოს მოქალაქეზე 0 წლიდან ვიდრე გარდაცვალებამდე და ყოველ წლიურად დივიდენდის სახით აისახოს მის პირად ანგარიშზედაუშვებელია აქციის რეალიზაცია, გამოსყიდვა, გაჩუქება, მემკვიდრეობით გადაცემა დაყადაღება (შესაძლოა დაყადაღდეს მხოლოდ თანხა საბანკო ანგარიშზე ასახული).




ლუკა მკურნალიძე

გიორგი მკურნალიძე

 

თბილისი,    2021 წლის 20 მაისი