gallery images

გამარჯვებული

5083
5000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
თბილისის საკრებულო
თბილისის მერია

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის შესახებ

პეტიცია

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის შესახებ მიმართული საქართველოს ოკუპირებულიტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი პეტიცია შემუშავებულია ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტებისა და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“ / Caucasus Onco Society H.O.P.E. – ის მიერ. პეტიცია გამოქვეყნდა 2021 წლის 21 მაისს აღნიშნული პეტიცია შემუშავდა, რათა დროულად მოხდეს ზემოთ აღნიშნული დაავადების სამკურნალო დამიზნებითი/თარგეთული მედიკამენტების დაფინანსების//თანადაფინანსების პროგრამის შექმნა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

საფუძველი

მელანომა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ავთვსებიანი სიმსივნეა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვთარდეს. თუმცა მკურნალობის მელანომა არის კანის კიბოს სახეობა, რომელიც იწყება უჯრედებში და კანს ანიჭბს განსხვავებულ ფერს. ცნობილია, როგორც მელანოციები. ეს სიმსივნური წარმონაქმნი უმეტესად (90%) კანზე ლოკალიზდება, იშვიათად - კონიუქტივაში, თვალის ქორიონულ გარსზე, ცხვირის, პირის ღრუს, საშოსა და სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. კანს ფორმების სიხშირე იკავებს 4% -ს ყველა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. სტატისტიკურად საქართველოში ყოველ წლიურად 110 პაციენტია ამ დიაგნოზით, რომლებიც სპეციფიკურ(იმუნო და თარგეთ თერაპია) მკურნალობას საჭიროებს.აქედან დაახლოებით 30-35 BRAF+ მელანომით დაავადებული პაციენტი საჭიროებს დამიზნებით/თარგეთულ თერაპიას,რის შედეგადაც ნამკურნალევი პაციენტის სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

თხოვნა

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით: სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს მელანომით დაავადებული პაციენტებისთვის სამკურნალო დამიზნებითი და თარგეთული მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნა და შესაბამისად, მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები ჩამოთვლილ დებულებებს.

წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის!

პატივისცემით, მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტები და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“ / Caucasus Onco Society H.O.P.E. – ის ადმინისტრაცია.