gallery images

საჭიროა 999949 ხელმოწერა

51
1000000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი

საზოგადოებრივი მაუწყებელი და ხელისუფლება ხალხის სამსახურში!

კონსტიტუციის მიხედვით ხალხი არის ძალაუფლების წყარო, მაგრამ
30 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მოსული თითოეული პარტია ახდენს სახელმწიფოს მიტაცებას.ყველა კანონი, კონსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუციები, მორგებულია ვიწრო პოლიტიკური ელიტას და მათთან დაახლოებულ პირთა ინტერესებს, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრებიან.

სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მართვაში. კანონშემოქმედებითი, სტრატეგიების შემუშავებისა და ბიუჯეტის განკარგვის მონიტორინგის პროცესებში. ხელისუფლების წარმომადგენლები არ თვლიან თავს ვალდებულად საჯაროდ უპასუხონ ჩვენს კითხვებს. შეგვითანხმონ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.მათ შორის ინვესტიციები, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება და ბუნებრივი რესურსების განკარგვა.

იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს ნამდვილმა მეპატრონეებმა დავიბრუნოთ ძალაუფლება, გთავაზობთ, ხელი მოაწეროთ ორ სამოქალაქო ინიციატივას:

1. მოვითხოვთ — საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოველდღიური სამ საათიანი საეთერო დრო, ფილმებისა და სერიალების ნაცვლოდ დაეთმოს მოქალაქეების გადაცემათა ციკლს: “სახალხო პოლიტიკის დრო”
(მაგ.:
სხვადასხვა ტელე გადაცემები მოქალქეთა მონაწილეობით:
1. არასამთავრობო ორგანიზაციები,

2. სამოქალაქო აქტივისტები,
3. არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები,
4. კვირაში ორი ან სამ საათიანი გადაცემა : “შეკითხვები საჯარო მოხელესთან”, სადაც მოქალაქეთა მოწვევით კითხვებს დაუსვამენ საჯარო მოხელეებს)

2. საკანონმდებლო ინიციატივა — პარლამენტს მივაღებინოთ კანონი, რომლებიც დაავალდებულებს საბიუჯეტო სტრუქტურებში მომუშავეებს, გონივრულ ვადებში დასხდნენ პირდაპირ დებატებში ნებისმიერი მოქალაქის მოთხოვნით (მათ შორის ჟურნალისტების) ან ამ ხასიათის გადაცემაში თუ ონლაინ ჩართვაზე, გამოუშვან მათდამი რწმუნებული სამსახურის პასუხისმგებელი პირი. ასევე შესაძლებელია რამოდენიმე მოქალაქის მსგავს მოთხოვნებს პასუხის გაეცეს შესაბამის გადაცემაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ის პირი, რომელიც უარს იტყვის ასეთ გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე, განთავისუფლდეს სამსახურიდან.

პარლამენტარს კი დაუკავდეს ხელფასი.

საჯარო მოხელეები ემსახურებიან დამქირავებელს — საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!

 

author image

13 წელია ვიმყოფები ემიგრაციაში, მაგრამ არ შემიწყვეტია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ბრძოლა

1997-2007 წლებში ვმუშაობდი საზოგადოებისა და ახალგაზრდობის განვითარების პროგრამებზე.