gallery images

საჭიროა 4980 ხელმოწერა

20
5000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა

                                                                                        პ  ე  ტ  ი  ც  ი  ა

         ადრესატი :

       .  საქართველოს პრემიერ- მინისტრი  

       .   საქართველოს მთავრობა 

       .   საქართველოს პარლამენტი 

          საქართველოში შექმნილმა ეკონომიკურმა ვითარებამ , რომელიც გამოწვეულია  COVID - 19 პანდემიის შედეგად , სავალალო მდგომარეობამდე -              ფაქტობრივად სრულ გაკოტრებამდე მიიყვანა მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი.

         ჩამოშლილია ტურისტული ბიზნესი ,რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა ,დასაქმებული ყავდა დაახლოვებით 300 000 ადამიანი . აღნიშნულ სექტორში   მომუშავე სუბიექტები დგანან ეკონომიკური კოლაფსის წინაშე .

        გარდა ტურისტული ბიზნესისა ქვეყანაში შექმნილი ე.წ. ,, ლოქდაუნის " და გარკვეული ტიპის შეზღუდვების შედეგად გაკოტრების ზღვარზეა მისული მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი, რომლის გამართული ფუნქციონირება  სახელმწიფოს პრიორიტეტი  და დასაქმების ერთ- ერთი წყაროა.

          აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე , მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ,სუბიექტები , რომლებიც ვქმნით ქართულ ეკონომიკას ვთვლით , რომ გვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან  ხელშეწყობა ჩვენი ბიზნესის გადარჩენისთვის. შესაბამისად , წარმოგიდგენთ პეტიციას შემდეგი მოთხოვნებით :

       1 . ტურისტულ ბიზნესში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის სრული  საგადასახადო ამინისტია  2 წლის ვადით .

       2. დღგ - ზღვარი ნაცვლად 100 000 ლარისა განისაზღვროს 500 000 ლარის ოდენობიათ .

         იმისთვის, რომ მზად შევხდეთ პოსტ- პანდემიურ  პერიოდს , საგადასახადო ამინისტია მოგვცემს სწრაფი რეამინირების საშვალებას . გაზდილი ფასების და გაუფასურებული ლარის  პირობებში დღგ - ს მოქმედი ზღვარი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის არაადექვატური .

     პეტიციაზე ელექტრონული ხელის მოწერით ადასტურებთ , რომ იზიარებთ ძირითადი ორი მოთხოვნის შინაარს .