gallery images

გამარჯვებული

618
600

ადრესატი:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გახანგრძლივდეს შუალედი ბიოლოგიისა და ქიმიის გამოცდებს შორის!

  მოგეხსენებათ, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გრაფიკში აისახა რომ ბიოლოგიის გამოცდა ბარდება 14 ივლისს, ხოლო ქიმიისა კი 15 ივლისს. მოგეხსენებათ, რომ ბიოლოგიის გამოცდა ბარდება, ძირითადად, სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელზეც მეოთხე საგნად აბიტურიენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ქიმიას. ასეთი პრეცედენტი, ანუ ამ ორი საგანში გამოცდა მიყოლებით, არ მომხდარა. ყველამ კარგად ვიცით, რომ გამოცდები დიდ ფსიქოლოგიურ და ემოციურ სტრესთანაა დაკავშირებული, ამას კი ამძაფრებს პანდემიით გამოწვეული ვითარება. მით უფრო უსამართლობა ჩანს მაშინ, როცა, მაგალითად ფიზიკის (ერთ-ერთი არჩევითი საგანი სამედიცინო ფაკულტეტისათვის) გამოცდა 20 ივლისსაა დანიშნული, ხოლო იმათთვის, ვინც ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს აბარებენ, მაგალითად ინგლისურისა და ისტორიის გამოცდებს შორის შუალედი 4-5 დღეა. ამდენად, სწორად მიმაჩნია გახანგრძლივდეს შუალედი ბიოლოგიისა და ქიმიის გამოცდებს შორის და გახდეს არანაკლებ ორი დღისა. ამიტომაც მივმართავ "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს" და "შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს", მიიღონ შესაბამისი ზომები.

პატივისცემით, ლუკა ჯღარკავა.