gallery images

საჭიროა 1292 ხელმოწერა

8
1300

ადრესატი:

მიეცეთ რუსთაველ მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებს „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ პროგრამით სარგებლობის უფლება

პეტიცია ეხება რუსთავის მერიის მიერ სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსების საკითხს. კერძოდ, ქალაქ რუსთავის მიუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში მოქმედებს "სტუდენტთა სწავლის დავინასების" პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სწავლის საფასური უფინანსდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმამათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულნი არიან ბაკალავრის საფეხურზე და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ შესაბამის კრიტერიუმებს. ამ დათქმის გამო პროგრამით ვერ სარგებლობენ  მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტები. 

თუ გავითვალისწინებთ შემდეგ გარემოებებს:

მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტები მონაწილეობას ვერ იღებენ პროგრამაში "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს", მათ ასევე არ აქვთ საშუალება სახელმწიფო გრანტის საშუალებით მოიპოვონ 50%-იანი და 70%-იანი დაფინანსება. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ მაგიტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტები არათანაბარ/არასამართლიან პირობებში იმყოფებიან. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სამართლიანია ჩვენი მოთხოვნა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართულ იქნას ყველა საფეხურის სტუდენტი. 

author image

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი სოციალური მუშაობის მიმართულებით.