gallery images

საჭიროა 96 ხელმოწერა

4
100

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა

პროლეტარების რევოლუციას ჩამოშორდეს გრიშა ონიანი

ბატონ გრიგოლ ონიანს

სრულიად საქართველოს ახალგაზრდა

მემარცხენეების, მარქსისტებისა და სტალინისტების

წერილი

 

ბატონო გრიგოლ,

 გავიგეთ რა თქვენი პარტიის დაარსების შესახებ, მყისიერად მივაქციეთ მას ყურადღება, თუმცა ამ სამი ჯგუფიდან არც ერთმა არ მოვინდომეთ თქვენთან კავშირის დამყარება, რადგან არც ერთმა მათგანმა თქვენთან ასოცირება არ მოინდომა.

 პროლეტარები უნდა გაერთიანდნენ, მაგრამ არა თქვენ გარშემო! თქვენი განცხადებები არათუ მემარცხენეობასა და მარქსიზმში, არამედ სტალინზმშიც არ ჯდება. ბანალური რუსეთუმეობისთვის ამ დახვეწილი და კომპლექსური იდეათა სისტემების სახელების მიბმა სამარცხვინო და მიუღებელია ჩვენთვის და გთხოვთ, ნუღა შებილწავთ მარქსიზმის დიად დოქტრინას და ჭეშმარიტი რევოლუციის სახელს.

 თქვენი განცხადებები იოსებ სტალინის ღვთიურობის შესახებ ეწინააღმდეგება სამივე ჯგუფის მიერ გაზიარებულ მკაცრი სეკულარიზმის იდეას და დარწმუნებულები ვართ, რომ თავად სტალინსაც სასაცილოდ არ ეყოფოდა. ამავე კომენტარს ვაკეთებთ მესიანური მისიის შესახებ, რომელსაც საკუთარ თავს აკისრებთ. „წმინდანები” და ზოგადად რელიგიური დოქტრინები ჯერ ფეოდალებისა და შემდგომ კი კაპიტალისტების მიერ გამოყენებული მექანიზმია ჭეშმარიტი პროლეტარული რევოლუციის შესაკავებლად. ფეოდალიზმსაც და კაპიტალიზმსაც კი სტალინი მთელი ცხოვრება ებრძოდა, ამიტომ ეს ნაწილიც ჩვენთვის მიუღებელია.

პატივს ვცემთ თქვენს მოსაზრებებსა და იდეალებს, თუმცა გვინდა გითხრათ, რომ ისინი არაა კავშირში მემარცხენეობასთან, მარქსიზმთან, კომუნიზმთან და თვით სტალინიზმთანაც კი. ამის გამო კი მოგიწოდებთ, აღარ გამოიყენოთ ეს სახელები მომავალში და არც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირის სიმბოლიკა.

პროლეტარების რევოლუცია აუცილებლად გაიმარჯვებს, თუმცა არა თქვენი ხელმძღვანელობით! 

 

პატივისცემით,

ახალგაზრდები

author image

 

მემარცხენე, მარქსისტი და სტალინისტი