# სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
7871 Laura Frazier Georgia Tbilisi 2021-08-25
7870 Terry Malcolm Georgia Tbilisi 2021-08-25
7869 Clark Pugh Georgia Tbilisi 2021-08-25
7868 Karin Barron Georgia Tbilisi 2021-08-25
7867 Gibson Leonard Georgia Tbilisi 2021-08-25
7866 Solis Campos Georgia Tbilisi 2021-08-25
7865 Powers Jesus Georgia Tbilisi 2021-08-25
7864 Freddy Joni Georgia Tbilisi 2021-08-25
7863 Jesus Faulkner Georgia Tbilisi 2021-08-25
7862 Harold Trey Georgia Tbilisi 2021-08-25
7861 Bobbie Leigh Georgia Tbilisi 2021-08-25
7860 Powers Grimes Georgia Tbilisi 2021-08-25
7859 Mollie Shah Georgia Tbilisi 2021-08-25
7858 Zhang Herman Georgia Tbilisi 2021-08-25
7857 Powers Roth Georgia Tbilisi 2021-08-25
7856 Barron Denis Georgia Tbilisi 2021-08-25
7855 Geraldo Derrick Georgia Tbilisi 2021-08-25
7854 Roth Klein Georgia Tbilisi 2021-08-25
7853 Powers Herman Georgia Tbilisi 2021-08-25
7852 Hazel Clay Georgia Tbilisi 2021-08-25
author image

პეტიციისა და წერილის სახით მომართვის მთავარი მოტივი “დაუნდობლად”,დაუფიქრებლად, არაადეკვატურად შედგენილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის 2021წლის ტესტია.აბიტურიენტების უმრავლესობა მოგმართავთ თხოვნით:განიხილოთ ჩვენი შემდგომი არგუმენტები:

1)დაძაბული,მიმდინარე პანდემიური ფონი.უამრავმა ოჯახმა შემოსავალის მთავარი წყარო დაკარგა,რის გამოც ვეღარ შეძლეს ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადება.ისიც იცით რატომ?ლარის კურსი აღარ ჰყოფნით და დოლარებს ითხოვენ მასწავლებლები. იმედია თქვენც დაგვეთანხმებით, რომ სკოლის სახელმძღვანელოთი და სასწავლო დაწესებულებებში მიღებული ცოდნით აბიტურიენტისთვის მსგავსი სირთულის ტესტის დაძლევა შეუძლებელია. განვითარებულ ქვეყნებში განათლებაში ფულის დაბანდება პრობლემა არაა, მაგრამ საქართველოს უჭირს, ლუკმა უჭირს ქართველ კაცს. შვილი ,რა ქნას, ვერ მოამზდა გამოცდისთვის.ასეთებიც ვართ ამ რიგებში.
2)გასათვალისწინებელი იყო სკოლის სწავლების ხარისხი(რასაკვირველია ძირითადად საჯარო დაწესებულებები).თუ დავუკვირდებით დავინახავთ,რომ შეუსაბამობაშია აღნიშნულ ტესტსა და სკოლაში ნასწავლი სირთულეების ამოცანები.
3)საგულისხმოა პანდემიური მდგომარეობა:2წელი online სწავლება,შეჩერებული ტრანსპორტი,კომენდანტი,რომლის არსებობის გამო მასწავლებლებთან გადარბენა გვქონდა ან საერთოდ ვერც კი მივდიოდით რეპეტიტორებთან უტრანსპორტობის გამო. ეკრანს მიღმა კი არც თუ ისე მარტივია მათემატიკა აღიქვა და გაიგო.
4)აღსანიშნავია თქვენი სურვილისამებრ დროის შემცირებისა და საკითხების პირდაპირპროპორციულად კლება,ზემოთქმული ფაქტების გათვალისწინების გარეშე თქვენ შემოიტანეთ ურთულესი ტესტი,რომელიც არ იყო გათვლილი დაბალ დონეზე. საგულისხმოა, რომ მსგავსი გამოცდები გათვლილი უნდა იყოს ყველა დონის ბავშვზე და არა მხოლოდ მათემატიკური სკოლის მოსწავლეებზე.
5)აუცილებელია ხაზი გაესვას ორ ,ფაქტობრივად,იდენტურ დავალებას ღია შეკითხვებში(ფუნქციებზეა საუბარი).შესაძლებელი იყო ერთ-ერთი ჩაგენაცვლებინათ,თუნდაც,რთული,მაგრამ ბავშვის ცოდნის გამოსამჟღავნებელი საკითხით. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლების უმეტეს ტესტში ვხვდებოდით განტოლებებით შედგენილ სისტემას და მასში მოპოვებულ მნიშვნელოვან ქულებს. წელს კი ეს საკითხიც “წაგვართვით” 6)2007 წლიდან მოყოლებული 2021 წლის საჩვენებელი ვარიანტის ჩათვლით არცერთი ტესტი ასეთ სირთულისა და ამოცანები სიტყვების “რახარუხით”არ იყო შედგენილი. იყო შემთხვევები, როდესაც კითხვა იმდენად ბუნდოვნად იყო დასმული, რომ აბიტურიენტებს ნაწილს გაუჭირდა ზუსტი პასუხის დაწერა.
7)რადიკალურად იყო შეცვლილი ტესტის ფორმატი. ბარიერზე ერთი ქულის დაკლება არაფერში წაგვადგა. ტესტურ საკითხებში შევხვდით ამოცანებს, რომელთან უმრავლესობაც რთულად ამოსახსნელი იყო, გვჭირდებოდა რამდენიმე წესისა და თეორემის გამოყენება, რაც ასევე არღვევს ტესტური საკითხების ხიბლს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი სრულად გენიჭებათ ვალდებულება განიხილოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი წერილი და განურჩევლად ვარიანტისა და აბიტურიენტისა გამოაცხადოთ მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად.