# სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
7751 ელენე ხეოშვილი საქართველო თბილისი 2021-08-19
7750 გიორგი ზურაბიშვილი საქართველო თბილისი 2021-08-19
7749 ნანა ჩოხელი საქართველო თბილისი 2021-08-19
7748 ნინო ქობალავა საქართველო თბილისი 2021-08-19
7747 გიორგი ჯაჭვაძე საქართველო თბილისი 2021-08-19
7746 თადეოზ ბოლქვაძე საქართველო ბათუმი 2021-08-19
7745 ლია ლომიძე საქართველო კასპი 2021-08-19
7744 გოგიტა გელაშვილი საქართველო ქარელი 2021-08-19
7743 გვანცა ლომიძე საქართველო სიღნაღი 2021-08-19
7742 სალომე ბლიაძე საქართველო კასპი 2021-08-19
7741 გელა ქიმერიძე საქართველო ბორჯომი 2021-08-19
7740 გოგა კაციტაძე საქართველო ზუგდიდი 2021-08-19
7739 თამარი ვეშაგური საქართველო თბილისი 2021-08-19
7738 მაიკო გელაშვილი საქართველო სურამი 2021-08-19
7737 თამარ ბერაია საქართველო თბილისი 2021-08-19
7736 ლიკა ჩადუნელი საქართველო ფოთი 2021-08-19
7735 ლუკა კავსაძე საქართველო თბილისი 2021-08-19
7734 გვანცა შოშიტაშვილი საქართველო თბილისი 2021-08-19
7733 თემო ხაჩიძე საქართველო რუსთავი 2021-08-19
7732 ვაჟა ნოზაძე საქართველო გორი 2021-08-19
author image

პეტიციისა და წერილის სახით მომართვის მთავარი მოტივი “დაუნდობლად”,დაუფიქრებლად, არაადეკვატურად შედგენილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის 2021წლის ტესტია.აბიტურიენტების უმრავლესობა მოგმართავთ თხოვნით:განიხილოთ ჩვენი შემდგომი არგუმენტები:

1)დაძაბული,მიმდინარე პანდემიური ფონი.უამრავმა ოჯახმა შემოსავალის მთავარი წყარო დაკარგა,რის გამოც ვეღარ შეძლეს ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადება.ისიც იცით რატომ?ლარის კურსი აღარ ჰყოფნით და დოლარებს ითხოვენ მასწავლებლები. იმედია თქვენც დაგვეთანხმებით, რომ სკოლის სახელმძღვანელოთი და სასწავლო დაწესებულებებში მიღებული ცოდნით აბიტურიენტისთვის მსგავსი სირთულის ტესტის დაძლევა შეუძლებელია. განვითარებულ ქვეყნებში განათლებაში ფულის დაბანდება პრობლემა არაა, მაგრამ საქართველოს უჭირს, ლუკმა უჭირს ქართველ კაცს. შვილი ,რა ქნას, ვერ მოამზდა გამოცდისთვის.ასეთებიც ვართ ამ რიგებში.
2)გასათვალისწინებელი იყო სკოლის სწავლების ხარისხი(რასაკვირველია ძირითადად საჯარო დაწესებულებები).თუ დავუკვირდებით დავინახავთ,რომ შეუსაბამობაშია აღნიშნულ ტესტსა და სკოლაში ნასწავლი სირთულეების ამოცანები.
3)საგულისხმოა პანდემიური მდგომარეობა:2წელი online სწავლება,შეჩერებული ტრანსპორტი,კომენდანტი,რომლის არსებობის გამო მასწავლებლებთან გადარბენა გვქონდა ან საერთოდ ვერც კი მივდიოდით რეპეტიტორებთან უტრანსპორტობის გამო. ეკრანს მიღმა კი არც თუ ისე მარტივია მათემატიკა აღიქვა და გაიგო.
4)აღსანიშნავია თქვენი სურვილისამებრ დროის შემცირებისა და საკითხების პირდაპირპროპორციულად კლება,ზემოთქმული ფაქტების გათვალისწინების გარეშე თქვენ შემოიტანეთ ურთულესი ტესტი,რომელიც არ იყო გათვლილი დაბალ დონეზე. საგულისხმოა, რომ მსგავსი გამოცდები გათვლილი უნდა იყოს ყველა დონის ბავშვზე და არა მხოლოდ მათემატიკური სკოლის მოსწავლეებზე.
5)აუცილებელია ხაზი გაესვას ორ ,ფაქტობრივად,იდენტურ დავალებას ღია შეკითხვებში(ფუნქციებზეა საუბარი).შესაძლებელი იყო ერთ-ერთი ჩაგენაცვლებინათ,თუნდაც,რთული,მაგრამ ბავშვის ცოდნის გამოსამჟღავნებელი საკითხით. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლების უმეტეს ტესტში ვხვდებოდით განტოლებებით შედგენილ სისტემას და მასში მოპოვებულ მნიშვნელოვან ქულებს. წელს კი ეს საკითხიც “წაგვართვით” 6)2007 წლიდან მოყოლებული 2021 წლის საჩვენებელი ვარიანტის ჩათვლით არცერთი ტესტი ასეთ სირთულისა და ამოცანები სიტყვების “რახარუხით”არ იყო შედგენილი. იყო შემთხვევები, როდესაც კითხვა იმდენად ბუნდოვნად იყო დასმული, რომ აბიტურიენტებს ნაწილს გაუჭირდა ზუსტი პასუხის დაწერა.
7)რადიკალურად იყო შეცვლილი ტესტის ფორმატი. ბარიერზე ერთი ქულის დაკლება არაფერში წაგვადგა. ტესტურ საკითხებში შევხვდით ამოცანებს, რომელთან უმრავლესობაც რთულად ამოსახსნელი იყო, გვჭირდებოდა რამდენიმე წესისა და თეორემის გამოყენება, რაც ასევე არღვევს ტესტური საკითხების ხიბლს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი სრულად გენიჭებათ ვალდებულება განიხილოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი წერილი და განურჩევლად ვარიანტისა და აბიტურიენტისა გამოაცხადოთ მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად.