gallery images

საჭიროა 990 ხელმოწერა

10
1000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
საქართველოს პროკურატურა

აეკრძალოს ნათია ქოლუსის იუთუბზე არსებულ კონსპირაციულ ვიდეოებზე წვდომა!

               ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ზიარდება ნათია ქოლუსის სახელით ცნობილი "ბლოგერის" ვიდეოები ინტერნეტ-სივრცეში, სადაც იგი თავდაჯერებულად ანვითარებს შეთქმულების თეორიას, რომლის მიხედვითაც, ლგბტ თემი ცდილობს პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და ქრისტიანული ღირებულებების განადგურებას საზოგადოებაში. მისი აზრით, საქართველოს დედაქალაქში 5 ივლისისთვის დაგეგმილი "ღირსების მარში" ემსახურებოდა სწორედ იმ პროპაგანდისტული მანქანის ამოქოქვას, რომელიც, მისი თქმით, კანადასა და სხვა დასავლურ ქვეყნებში უკვე კულმინაციურ ეტაპს აღწევს "ბავშვების გარყვნით" დაწყებული, "მათი გენდერული როლის გარეშე აღზრდით" დამთავრებული. სწორედ ამ მოტივით ამართლებს იგი 5 ივლისის ძალადრობრივ კონტრაქციაში მონაწილეობას.

               ქალბატონი ნათიას ეს უსაფუძვლო შიშები და საქართველოში არსებული მდგომარეობის ფუნდამენტურად შეუსაბამო სწორება კანადასთან (სადაც იგი, ჩემი ინფორმაციით, გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა), თავისი აქა-იქ ჩართული ინგლისურენოვანი ფრაზებითა და წარსული გამოცდილებით (მისი თქმით, იგი ოდესღაც, ზოგადად, ლგბტ თემისა და მათი სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი იყო), რაც შესაძლოა ზოგიერთებმა "პროგრესულადაც" აღიქვეს, არ იქნებოდა ჩემთვის საინტერესო - რომ არა ქალბატონი ქოლუსის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ჩემი და სხვა ლიბერტარიანელი თუ გულწრფელად კონსერვატორი აკადემიკოსების ვიდეოები, რომლებსაც იგი "თავისიანებად" გვასაღებს.

               ჩვენ, სინამდვილეში, სიტყვის თავისუფლებისთვის ვიბრძვით კანადაშიც, აშშ-შიც, დიდ ბრიტანეთშიც და ა.შ. და არაფერი საერთო არ გააჩნია ჩვენს აკადემიურ, ცოდნაზე დაფუძვნებულ მოსაზრებებს "ბლოგერის" მიერ გამოთქმულ შეხედულებებთან, რომლებიც მას 3-4 წუთიანი იუთუბ ვიდოებიდან შინაარსის გამოტანითა თუ ვერ გამოტანით "ჩამოუყალიბდა".

               სწორედ ამიტომ, პეტიციაზე ხელმომწერები, მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, აეკრძალოს ნათია ქოლუსის იუთუბზე არსებულ კონსპირაციულ ვიდეოებზე წვდომა, ჩამოერთვას მობილური ტელეფონი ძალოვანი უწყებების მიერ და იუთუბის სტანდარტული აპლიკაციის ნაცვლად, დაუინსტალირდეს მისი ინტელექტუალური მონაცემებისთვის უფრო შესაბამისი ვერსია "Youtube Kids", რათა ისედაც დაყლეებული საზოგადოების ნაწილი, უფრო მეტად არ დააყლეოს.

author image

ფსიქოლოგიის პროფესორი ტორონტოს უნივერსიტეტში, კლინიკური ფსიქიატრი, იუთუბერი, ავტორი.