gallery images

საჭიროა 3612 ხელმოწერა

1388
5000

ადრესატი:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2021 წლის ისტორიის გამოცდებში უსამართლობის აღმოფხვრა

მოგესალმებით.

ქვეყანა დგას განათლებულ და ინტელიგენტ ადამიანებზე, უკეთესი მომავლის იმედი მაშინ ესახება საზოგადოებას, როდესაც ხედავს როგორ უწვდის დახმარების ხელს სახელმწიფო ახალგაზრდებს. განათლება- გზა თავისუფლებისკენ. როგორ მოვახდინოთ თვითრეალიზაცია და ცოდნის გაღრმავება, როდესაც უსამართლოდ იჩაგრებიან აბიტურიენტები? რა პრინციპით ირჩევა ჯგუფი რომელს გაუმარტივდება ეროვნული გამოცდების ჩაბარება, და რომელს დაუტვირთავენ არაპროგრამული საკითხებით ტესტს? სტატისტიკური შეჯამებით, ვერც კი შეედრება წლევანდელი გამოცდების სირთულე შარშანდელს. არის თუ არა ეს უსამართლობა? გიპასუხებთ აქვე- არის.

არ გამოვარჩევთ ვარიანტების მიხედვით სირთულეს, ვერთიანდებით ყველა რათა მივაწვდინოთ ხმა გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს.

მოვითხოვთ, ნაკლები სიმკაცრით შესწორდეს ტესტები და ამავდროულად, თითოეულ აპლიკანტს მოემატოს თითო-თითო ქულა მაინც, (რომელიმე ვარიანტის რთულად გამოცხადების მიუხედავად) რადგან ორაზროვან კითხვებთან და გაუგებარ მოთხოვნებთან გამკლავება შეძლეს.

NAEC-ის რეალური მიზანი იკვეთება ამ მოქმედებებში, მათ სურთ ნაკლები განათლებული და მონდომებული ადამიანი საქართველოში. ქვეყნის მომავალი თქვენს ხელში კი არა, ჩვენს- ახალგაზრდობის ხელშია. უსამართლობას წინ აღვუდგებით. 

იმედი გვაქვს გაითვალისწინებთ გლობალური პანდემიით გამოწვეულ შეფერხებებსა და პროგრამულ გარღვევებს, 6 თვის განმავლობაში არასრულფასოვანი ტრანსპორტირების შედეგად, აბიტურიენტები ვერ მოემზადნენ სიღრმისეულად, - სკოლა კი არ გვაძლევს საფუძველს ამ გამოცდების ჩაბარებისა. განათლების სისტემა უდავოდ საჭიროებს რადიკალურ ცვლილებებს, თუმცა მანამდე, ჩამოიხსენით ვარდისფერი სათვალეები და მიხვდით, რომ ყველა ოჯახს არ აქვს ფინანსური უზრუნველყოფა მოამზადონ ბავშვები ცალკეულ რეპეტიტორებთან. შესაბამისად, არათანასწორი გარემო იქმნება. 

გმადლობთ, თქვენი გათვითცნობიერების იმედი გვაქვს. ნუ მოგვიკლავთ სწავლის წყურვილს და ამბიციებს.