gallery images

საჭიროა 9904 ხელმოწერა

96
10000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს სახალხო დამცველი

შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით „მოსახლეობაზე ზრუნვა“

შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით „მოსახლეობაზე ზრუნვა“!

გადაადგილების შესაძლებლობის წართმევა გულისხმობს ადამიანების შემოსავლის გარეშე დატოვებას, რასაც არაფერი აქვს საერთო ზრუნვასთან!

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იძულებულია, სხვა, ალტერნატიული გზის არქონის გამო, იმგზავროს დაბინძურებული საზ. ტრანსპორტით, მგზავრობაში დახარჯოს 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი დრო, ვიდრე რეალურად არის საჭირო, არის სწორედ ის ფენა, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს რეალურ ზრუნვას, ზოგადადაც, და, მით უფრო, 2 წლიანი კოვიდ-რეგულაციების ფონზე, რეგულაციებისა, რომლებმაც, პირველ რიგში, სწორედ ამ ფენაზე იმოქმედა, არანაკლებ დამაზიანებლად, ვიდრე კოვიდით დაინფიცირებას შეიძლება ემოქმედა.

ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კოვიდ-ინფექცია, არამედ შემოსავლის დაკარგვის შედეგად, ისედაც არასათანადო კვების მეტად გაუარესებით გამოწვეული ათასობით სხვა დაავადება და მარტივად განკურნებადი დაავადებების მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ისევ და ისევ საკმარისი შემოსავლების არქონის და კოვიდ-შეზღუდვებით კიდევ უფრო შემცირების გამო.

შეწყდეს დისკრიმინაცია სოციალური სტატუსით! საზ. ტრანსპორტის გაჩერება სწორედ დისკრიმინაციაა დაბალი სოც. ფენის წარმომადგენლებისა. მხოლოდ ამ ფენის მსხვერპლშეწირვა ხდება „სახალხო ინტერესისთვის“. შედარებით მაღალი სოც. სტატუსის მქონე პირები, პირადი სატრანსპორტო საშუალებებით, რჩებიან ამ შეზღუდვის მიღმა, უპირატეს მდგომარეობაში, მხოლოდ და მხოლოდ პირადი ასს-ის ქონის გამო. ეს მაშინ, როცა თავად ვირუსი არ გვანსხვავებს სოც. სტატუსით და ყველასთვის თანაბარია დაინფიცირების ალბათობა.

უდიდეს ნაწილს იმ ფენისა, რომელსაც საზ. ტრანსპორტის გაჩერება ართმევს გადაადგილების შესაძლებლობას, არ აქვს ფუფუნება: დისტანციურად, სახლიდან მუშაობით განაგრძოს შემოსავლის მიღება;  ჰქონდეს დანაზოგი; დამსაქმებელმა უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება სამუშაო ადგილამდე; მხოლოდ მისი, თუნდაც ამ პირობებში შენარჩუნებული ხელფასი ამყოფინოს ოჯახის რამდენიმე წევრს, რომლებსაც ეზღუდებათ მუშაობა; გადაუდებელი მიზეზებით (მაგალითად, ოპერაციის შემდეგ გადახვევებზე, ან სხვა გეგმიურ სამკურნალო კურსებზე მრავალჯერადი ვიზიტისთვის) გადაადგილებისთვის ისარგებლოს ტაქსით.

არსებობის, შრომის, სიცოცხლის უფლება, რაც მოიცავს შეუზღუდავი გადაადგილების უფლებასაც, აქვს ყველას თანაბრად! ყველას სიცოცხლე არის თანაბრად ღირებული! სიცოცხლე არ გულისხმობს მხოლოდ კოვიდ-ინფექციისგან თავის არიდებას!

ჩვენი თავი ყველაზე მეტად ჩვენ გვიყვარს და, თუ თვლით, რომ საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვაყენებთ საზ. ტრანსპორტით მგზავრობით, ესეიგი, ჩვენთვის, საზ. ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის, სასწორის მეორე პინაზე უფრო დიდი რისკები დევს, რისკები, რომლებიც მაღალი ფენიდან უხილავია, როგორც ჩანს.