gallery images

გამარჯვებული

1048
1000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
თბილისის მერია

პეტიცია - "ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას!"

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს !

 როდესაც ქვეყანაში იზრდება ავადობის მაჩვენებელი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიმართვიანობა საავადმყოფოებში, განსაკუთრებით ეპიდემიების დროს. ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა აკრძალოს, არამედ პირიქით უნდა გაზარდოს მათი რაოდენობა. საზ-ტრანსპორტის აკრძალვით საავადმყოფოების გზა პრაქტიკულად გადაუკეტეს სოციალურად დაუცველებს და სიღარიბის ზღვარს მყოფ ოჯახებს. მათ არ ჰყავთ კერძო ავტომობილები და არც ტაქსის ფული აქვთ.

 ჯანდაცვის მომსახურება ეფექტიანია თუ დაავადების გამოვლენა ხდება ადრეულ სტადიაზე და ეს შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში დროული მიმართვიანობით (ტრანსპორტირებით). დედაქალაქში საავადმყოფოების უმრავლესობა გაფანტულია, ამიტომ დედაქალაქის მერიამ მინიმუმ ის მარშრუტები უნდა აღადგინოს რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონს დააკავშირებს კლინიკებთან. ბოლო პერიოდში აცრის მსურველები ვერ ახერხებენ რეგისტრირებულ კლინიკებთან გადაადგილებას, რაც იმას ნიშნავს რომ ფერხდება ვაქცინაციის პროცესი. იმის მიუხედავად რომ სახელმწიფომ დანიშნა კოვიდ კლინიკებამდე ტრანსპორტი, მოქალაქეებისთვის მაინც გაურკვეველია მათი მaრშუტი და გარეუბნებში ეს ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს (მაგ. ლილოს დასახლებიდან ადამიანი ვარკეთილის მეტრომდე უნდა მივიდეს რომ იქიდან სახელმწიფოს დანიშნულ მარშუტით ისარგებლოს კოვიდ კლინიკამდე) 

  სავაჭრო თუ საწარმო ობიექტები ასევე ვერ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე. როგორ მივა პერსონალი სამუშაოდ? როგორ მივა მომხმარებელი სავაჭრო ობიექტზე? კერძო ავტომობილებით? ტაქსით? არა, ეს არ არის რეალური! 300-1000 ლარის ხელფასის მქონე პერსონალი ტაქსით სამსახურში ვერ გამოცხადდება, მათი გადაადგილების საშუალება არის საზ-ტრანსპორტი.

 ანუ, ერთი მხრივ ჩვენ მივიღეთ უფლება, რომ გაიხსნას სავაჭრო ობიექტები, ხოლო მეორე მხრივ არავინ იცის პერსონალი და მომხმარებელი როგორ აღმოჩნდებიან ადგილზე. საზ-ტრანსპორტის აკრძალვით უკვე მივიღეთ გაუარესებული სოციალური მდგომარეობა, ათიათასობით უმუშევარი ადამიანი, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები.

 

author image

მოძრაობა შეცვალეს აქტივისტი