gallery images

საჭიროა 1991 ხელმოწერა

9
2000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
თბილისის მერია
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

საგზაო მოძრაობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის

ხელოვნური უსწორმასწორობა

(მწოლიარე პოლიცია)

ქ. თბილისში, დაბა წყნეთში (ვაკის რაიონი, 0179) ხშირია ავტოსაგზაო წესების დარღვევა (დასახლებულ პუნქტში დასაშვებზე მაღალი სიჩქარით მოძრაობა).

ეს გარემოება გამოწვეულია რამდენიმე მიზეზის გამო და ძირითად მიზეზად მაინც ის რჩება, რომ წყნეთს როგორც სამთო კლიმატურ საკურორტო ზონას ხშირად სტუმრობენ მძღოლები რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, არ იციან წყნეთის ქუჩები და შესაბამისად უპირველესად მათთვის მიზანშეწონილია საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების ინფრასტრუქტურის გამართვა.

დიმიტრი ამილახვარისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე მდებარე საზოგადოებრივ პარკში რომელსაც ადგილობრივი მოსახელობა „მემორიალური პარკის სახელით“ იცნობს, სადაც იკრიბებიან და ისვენებენ როგორც უფროსი ასე უმცროსი თაობის წარმომადგენლები დიდი, ავტოსაგზაო საფრთხის წინაშე დგანან რადგან:

  1. უშუალოდ დასასვენებელ პარკს არცერთი მხრიდან არ აქვს ზებრა გადასასვლელი
    1. დანართი
    2. დანართი (ამ ადგილას იდგა გზის ამრეკლავი სარკე სადაც ყველას შეეძლო დაენახა მომავალი ტრანსპორტი, რომელიც დღეს უფრო აუცილებლობას წარმოადგენს რადგან ელექტრო და ნახერადელექტრო მანქანებს არ გააჩნიათ მკაფიო ხმა რის გამოც შუახნის გადაცილებულ ადამიანებს უჭირთ მათი მოახლოების ხმის აღქმა)
    3. დანართი
  2. მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთის ნიშნები მკაფიოდ, თვალში მოსახვედრად არ ჩანს.
  3. არ დგას სტაციონალური სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი;
  4. გზაზე საფეხმავლო ხელოვნური უსწორმასწორობა არ არის გამოყენებული;

წყნეთის საზოგადოება თავის არჩეული მთავრობისგან მოითხოვს მაღალი პასუხიმგებლობა გამოავლინოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ და დროულად მიიღოს ზომები სანამ ვინმე დაზარალებულა!

author image
 ა(ა)იპ - ინტერ სთადი ლაინი
NGO Inter Study Line
--------------------------------------------------------------------------------------------
📌 ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, დიმიტრი ამილახვარის ქუჩა, N 20ა
⏰ 09:00 - 13:00 / 14:00 - 18:00
📱 +995 (599) 70 86 49
📫 ვაკის რაიონი 0179