gallery images

საჭიროა 24813 ხელმოწერა

187
25000

ადრესატი:

ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო

ქონების გადასახადის გაუქმება პანდემიის პერიოდში გაჩერებული ბიზნესაქმიანობებისთვის

პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაკონტროლების მიზნით შემოღებული შეზღუდვებით  მთელ რიგ სამეწარმეო დარგებში, მეწარმე სუბიექტებს შეუჩერდათ საქმიანობა, არ შეჩერებიათ ამ სამეწარმეო საქმიანობისთვის ქონების გადასახადების გადახდის ვალდებულება. მიუხედავად გარკვეული დროით გადავადებისა მეწარმეებს მაინც დააწვათ უმძიმეს ტვირთად აღნიშნული გადასახადი, რაც ხელს უშლის მათი ეკონომიკური საქმიანობის სტაბილურობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ვითხოვთ! მეწარმეებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში შეჩერებული ან შეზღუდული ჰქონდათ ბიზნესაქმიანობა, გაუუქმდეთ ქონებაზე დარიცხული ქონების გადასახადები. ვთვლით რომ მოთხოვნა არის სამართლიანი და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის სასიკეთო.

author image

ჯაბა გახარია: დაბადების თარიღი 1991 წლის 6 მაისი. 

 

განათლება: უმაღლესი

2013-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემები ბაკალავრის ხარისხი. პროფესია მათემატიკოსი

2018-2020 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემები მაგისტრის ხარისხი. პროფესია მათემატიკოსი

 ამჟამდ ვმუშაობ საკონსულტაციო ორგანიზაციაში, რომელიც მეწარმეებს ეხმარება ბიზნესაქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო საქმის შესრულებაში, რაშიც იგულისხმება, იურიდიული მომსახურება, ბუღალტრული მომსახურება, ბიზნეს გეგემების შედგენა, ფინასური გეგმების შედგენა, სახელმწიფო   პროგრამებში მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

ჩემი უშუალო ფუნქცია მოვალეობა ორგანიზაციაში არის ბიზნეს გეგმის, ფინანსური გეგმის  და  პროგრამებში მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.