gallery images

საჭიროა 4212 ხელმოწერა

788
5000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

განახლდეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში | Continue in-person learning in schools

2021 წლის 31 აგვისტოს ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება #322-ში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ (მუხლი 3.22) „საგანმანათლებლო დაწესებულებებმა (ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი) 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლებისა და, საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.“, რამაც შედეგად გამოიწვია, მათ შორის, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.

სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელება არათუ უშლის ხელს განათლების სრულყოფილად მიღებას, არამედ მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს მოსწავლეებს.

2021 წლის 31 აგვისტოს UNICEF-ის წარმომადგენლის განცხადებით, სკოლები უნდა იყოს პირველი დაწესებულება, რომელიც უნდა გაიხსნას და ბოლო - დაიხუროს, რადგან არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ონლაინ სწავლის პირობებში ბავშვები განიცდიან არა მხოლოდ აკადემიურ რეგრესს, არამედ აღნიშნული გავლენას ახდენს მათი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასა და სოციალურ უნარებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, სკოლა არ არის ვირუსის გავრცელების მთავარი კერა, ბავშვების საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნით, 2021 წლის შემოდგომიდან ამერიკისა და ევროპის თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულებაში მოხდა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენა. რისკების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებში განთავსდა სადეზინფექციო და დაცვის სხვა საშუალებები; მოეწყო ტესტირების სივრცეები.

2021 წლის 23 აგვისტოს ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენისათვის აუცილებელია მასწავლებელთა 80% იყოს აცრილი. ვიზიარებთ, რომ სასწავლო პროცესის აღდგენა უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების ზომების სათანადო წესის დაცვით. შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაძლოა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები/სავალდებულო წინაპირობები სასწავლო პროცესის უსაფრთხო გაგრძელების მიზნით. თუმცა ის ფაქტი, რომ დღესდღეობით არსებობს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნას, თუმცა სასწავლო პროცესი გრძელდება ონლაინ რეჟიმში, არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით აღირებულ ბავშვის განათლებისა და განვითარების უფლებას.

შესაბამისად, მოვითხოვთ ისეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა მშობლების, პედაგოგებისა და პერსონალის 80% არის აცრილი, მიეცეთ უფლება სასწავლო პროცესი აღადგინონ საკლასო ოთახებში 2021 წლის 4 ოქტომბრამდე.

 

 

On August 31, 2021, the Resolution # 322 of the Government of Georgia was amended, according to the new amendments (Article 3.22) all education institutions (including schools) were obliged to continue online learning process instead of in-person teaching.

Continuing the learning process virtually, not only prevents students from getting sufficient motivation, education, but also puts severe psychological stress on them.

According to UNICEF representative on school-reopening (August 31, 2021), schools should be the first institution to open and the last to close, as there are enough evidences showing that children not only experience academic regression but also it negatively affects their mental health and social skills.

Given that, according to studies by the World Health Organization, the school is not the main source for the spread of the virus. Therefore, in order to protect the best interests of children, from the fall, 2021, almost all educational institutions in the USA and Europe continued the educational process in classrooms. In order to maximize risk prevention, hand sanitizers and other materials were placed in educational institutions, including testing area organisation.

According to Amiran Gamkrelidze on school-reopening, (August 23, 2021), in order to re-open schools, it is necessary to vaccinate at least 80% of the teachers. We do agree, that the restoration of the learning process must be carried out in compliance with all necessary safety measures. Accordingly, certain restrictions / mandatory preconditions may be imposed by the competent authorities in order to ensure the safe of the learning process. However, the fact that there are now public and private education institutions that meet this requirement and they are still obliged to continue the educational process online, violates the right to education and development of the child determined by the Constitution of Georgia and international law.

Accordingly, we request that schools with 80% of their staff and parents vaccinated be allowed to resume the learning process in classrooms before October 4, 2021.