gallery images

საჭიროა 99452 ხელმოწერა

548
100000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა

სალიტერატურო ქართული ენა ვ ი ლ ა პ ა რ ა კ ო თ და ვ წ ე რ ო თ ქ ა რ თ უ ლ ა დ

საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი

სალიტერატურო ქართული ენა
ვ ი ლ ა პ ა რ ა კ ო თ და ვ წ ე რ ო თ ქ ა რ თ უ ლ ა დ

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში იცავს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ზრუნავს მის პოპულარიზაციაზე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე;
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციებია: სახლმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისათვის ერთიანი პროგრამისა და პოლიტიკის შემუშავება;
რეკომენდაციების გაცემა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ენის მართებული გამოყენების მიზნით;
სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა, სახელმწიფო ენის განვითარებისა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენისათვის.
"პირველი ნიშანი ერის ვინაობისა - ენაა". ფაქტობრივად, „სახელმწიფო ენის დეპარტამენტში“ არ ხდება ქართული სალიტერატურო ენის და საერთოდაც, ქართული ენის დაცვა და მისი შემდგომი პოპულარიზაცია. ამ მხრივ, პირიქით, არ არის ენის კონტროლი. შორსაა ხალხისგან, ერისგან, საზოგადოებისგან. ენა ნაგვიანდება, მახინჯდება და მსოფლიოში დამწერლობის მქონე 14 ენათა შორის არსებული უნიკალური ქართული ენა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, განწირულია და ხელიდან გვეცლება!
ამის შესახებ ფართო მსჯელობა გაიმართა ჩვენი საინიციატოვო ჯგუფის მიერ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვემართა თქვენთვის თხოვნით, რათა თავად „სახელმწიფო ენის დეპარტამენტში“ შეიქმნას „ქართული სალიტერატურო ენის“ დაცვის ასე ვთქვათ, განყოფილება, რომელიც მიხედავს მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხებს! ეს ნაბიჯი უფრო მეტად დაეხმარება დეპარტამენტს სახელმწიფო ენის დაცვის საქმეში, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით დეპარტამენტს აშკარად არ ჰყავს სათანადო კადრი. ფაქტია!
ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ „ქართული სალიტერატურო ენის“ დაცვას, მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხებს უხელმძღვანელოს ხალხის წარმომადგენელმა, ხალხის რჩეულმა ენათმეცნიერმა ბატონმა იოსებ (სოსო) ლებანიძემ, ოფიციალურად ჩაუდგეს სათავეში ამ საქმეს და მოახდინოს ენის მონიტორინგი. ბ-ნი იოსებ (სოსო) ლებანიძე ძალისხმევას არ იშურებს ქართული ენის დასაცავად. ინტერნეტიდან მისი შენიშვნები მართლმეტყველებასა და მართლწერაში, მართლაცდა, საინტერესო და საქმიანია, მაგრამ არამასშტაბური, მოგეხსენებათ, იმ შედეგს არ იძლევა, რასაც ოფიციალური. ეს კი აუცილებელია!
ამის შესახებ საზოგადოებასთან შეთანხმებით იმსჯელა ჩვენმა საინიციატოვო ჯგუფმა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი ქართველი ხალხის მოწოდებაა, ნება და თხოვნაა თქვენდამი. სწორედ ეს სჭირდება ქართულ ენას, ქვეყანას, ხალხს, მომავალს! და მიგვაჩნია, რომ თქვენც იგივე აზრი გაქვთ, ხალხისთვის მხარდაჭერა, ენისთვის მხარდაჭერა.
ბატონი იოსებ (სოსო) ლებანიძე ქართული ენის საკითხთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებაა, - ეს არის საქართველოს მოსახლეობა თუ ემიგრაციაში მყოფნი.
დიდია ბ-ნ იოსებ (სოსო) ლებანიძის ძალისხმევა ქართული ენის დაცვასა და ზრუნვაში. იგი ათეული წლები იყო გამომცემლობა „საქართველოს“ რედაქტორი. ჩამოყალიბდა როგორც სპეციალისტი, მის ხელში უამრავმა ლიტერატურამ გაიარა. იგი არის „დედის დღე“ – 3 მარტის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პოპულარიზატორი. ასევე, იყო მოთხოვნადი და ცნობილი გამოცემის, - „ქართული კალენდრის“ რედაქციის გამგე.
ქართული ენის დამახინჯებასა და გადაგვარებასთან დაკავშირებით, პრევენციისთვის იზრუნა ბატონმა იოსებმა და ერთი წლის წინ ქ-ნ ნინო ლებანიძესთან თანაავტორობით შეადგინა და შექმნა ქართული ენის (გრამატიკის სრული კურსი) უნიკალური და უნივერსალური სახელმძღვანელო - „ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“, რომელსაც ფართო საზოგადოებამ „საუკუნის წიგნი“ უწოდა. იგი სამაგიდო წიგნია ყველა და თითოელი ქართველისთვის. ბ-ნმა იოსებ (სოსო) ლებანიძემ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით რეალურად და პრაქტიკულად დაამტკიცა ქვეყნის, ერის და მშობლიური ენის სიყვარული და ზრუნვა. დაგვეთანხმებით, დღევანდელ დღეს ეს არ არის პატარა საქმე. დარწმუნებული ვართ, მიესალმებით ამ საქვეყნო და საერო საქმეს!
ასევე, ფასდაუდებელია მისი მეცნიერული ნაშრომი „ქრისტე აღდგა თუ „აღსდგა?“, რომელიც საღი ანალიტიკური აზროვნებითაა დაწერილი. ახლახანს დაიბეჭდა. მასში განხილულია ფილოლოგიისა და თეოლოგიის ის საკითხები, რომლებსაც დღემდე (სამი საუკუნის მანძილზე) ვერცერთმა ენათმეცნიერმა თუ თეოლოგმა ვერ უპასუხა ბოლომდე და გადამწყვეტად. ამ ნაშრომმა, ცვლილებები შეიტანა, როგორც ფილოლოგიაში (ლექსიკა - ლექსიკონები და მსგავსი ლიტერატურა), ასევე, თავად თეოლოგიაში - ამ ნაშრომით ჭეშმარიტება დადგინდა და ნათელი მოეფინა. ამასთან დასრულდა დავა მართლმადიდებლებს შორის.
ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოების წარმომადგენლე-ბი (მთლიანად ქართველი ერი), ვწუხვართ „ქართული სალიტერატურო ენის“ დაბინძურების გამო (რაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება) და მოვითხოვთ ამ საქმის გამოსწორებას. „ენა დედაა ერისა“.

ქართული სალიტერატურო ენის გადარჩენისათვის მოვითხოვთ:

1. „სახელმწიფო ენის დეპარტამენტში“ დასაქმდეს და „ქართული სალიტერატურო ენის“
დაცვას, ენის მორიტორინგს - მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხებს უხელმძღვანელოს ენათმეცნიერმა ბატონმა იოსებ (სოსო) ლებანიძემ;

2. შეგროვდეს ხელმოწერები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ემიგრაციაში
მყოფი ჩვენი თანამემამულეების მიერ ბატონ იოსებ (სოსო) ლებანიძის აღნიშნულ
თანამდებობაზე დასანიშნად.
მოგმართავთ თხოვნით, მოთხოვნით - ხელმოწერებით დაგვიდასტუროთ თქვენი თანხმობა, რითაც ფასდაუდებელ წვლილს შეიტანთ ჩვენი მშობლიური ენის გადარჩენაში.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი:
რუსუდან კოტაშვილი პირადი ნომერი 01026010077
საინიციატივო ჯგუფის წევრები:
გიორგი კეკელიძე პირადი ნომერი 33001015781
ნინო ქუთათელაძე პირადი ნომერი 01011012555
დიმიტრი ლორთქიფანიძე პირადი ნომერი 01005008393
ემზარ კვიციანი პირადი ნომერი 62004001736
ათანასე ჩიქვინიძე პირადი ნომერი 01501107310
ლაშა სტურუა პირადი ნომერი 01001013616
იზო ბაქრაძე პირადი ნომერი 01023000285
ამირან ბუთურიშვილი პირადი ნომერი 01024033480
სოლომონ ნერგაძე პირადი ნომერი 01018002151
ბესიკი ადამია პირადი ნომერი 60001000109
დეკანოზი, მამა იოსებ ხოხონიშვილი პირადი ნომერი 40001004555
გიორგი ჩალათაშვილი პირადი ნომერი 01017017617