gallery images

გამარჯვებული

131
100

ადრესატი:

თბილისის საკრებულო
თბილისის მერია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გლდანის რაიონის გამგეობა

მოხდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუხიანი - 2 დასახლებაში.

10 წელზე მეტია, რაც მუხიანი -2 დასახლებასა და კერძოდ, მუხიანის აგარაკებზე, მათ შორის გამარჯვების და სამეგრელოს ქუჩებზე და მათთან მიმდიბარე ჩიხებში, რამოდენიმე კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი კატასტროფულ მდგომარეობაშია. აღნიშნულ პრობლემას, თან ერთვის GWP მიერ პასუხისმგებლობის მოხსნა, აღნიშნული დასახლებისთვის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების შესახებ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მოცემულობას.
 
მუდმივად მზარდ დასახლებაში, ასეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ გადაადგილება ტალახიან, დანგრეულ და სახიფათო გზაზე; მათ შორის მცირეწლოვანებსა და მოხუცებს, რომელთაც ჩანთით უწევთ ყოველდღიურად ორი წყვილი ფეხსაცმლის ტარება სკოლაში და მაღაზიაში მისასვლელად.
 
ვითხოვთ, მიეცეს დასახლებაში მაცხოვრებელ ასეულობით ოჯახს საშუალება, ადამიანურ პირობებში იცხოვრონ და გადაადგილნენ საკუთარ ოჯახებში. სირცხვილია, რომ 2021 წელს თბილისის ერთერთ ყველაზე დიდ უბანში ასეთი ვითარებაა შექმნილი. საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელია, წყლის მიწოდება გრაფიკით ხორციელდება, საფეხმავლო ბილიკები ფიზიკურად არ არსებობს. მუდმივად ატალახებული გზა არამყარი ნიადაგით, საფრთხეს უქმნის მაღლობზე აშენებულ კერძო სახლებს და ნაგობებსაც.
 
ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას!

 

author image

ლერი ხუფენია, 06.05.1993.

ევროპის პოლიტიკის ბაკალავრი (მალმოს უნივერსიტეტი, შვედეთი) და მაგისტრი (გრონინგენის უნივერსიტეტი, ჰოლანდია).

ეუთოს რეგიონალური უსაფრთხოების ექსპერტი, დანიის დევნილთა საბჭოს რეგიონალური მრჩეველი, ევროკავშირის მისია საქართველოში, პოლიტიკის დეპარტამენტი.