gallery images

საჭიროა 985 ხელმოწერა

15
1000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი

შეიცვალოს სტუდენტური თვითმმართველობის ავტორიტარული სისტემა

სტუდენტური თვითმმართველობის არსებული სისტემა დაშორებულია სტუდენტების საჭიროებებსა და ინტერესებს. უნივერსიტეტებში, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის საფუძველზე, შექმნილია სტუდენტური თვითმმართველობის ავტორიტარული წესდება, ყოველგვარი დამოუკიდებელი მაკონტროლებელი სისტემის გარეშე.
 
შედეგად, თვითმმართველობას არ გააჩნია არანაირი ანგარიშვალდებულების კომპონენტი და სტუდენტები მოკლებულნი არიან საუნივერსიტეტო რესურსების თანაბარ წვდომას, უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობასა და პლურალისტურ გარემოს.
 
სამწუხაროა, რომ ამგვარ სისტემას ემატება გარე ჩარევები სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
 
დროა, შეიცვალოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონით არსებული მოდელი და დაიშვას უნივერსიტეტებში პლურალისტური, ანგარიშვალდებული და დემოკრატიული სისტემა, რომელიც მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების (და არა მხოლოდ ცალკეული პირების) ინტერესს.
 
,,პროგრესის ცენტრის" სტუდენტური კოალიცია