gallery images

საჭიროა 24952 ხელმოწერა

48
25000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი

შეიცვალოს მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის წესი

დღევანდელი  მძიმე  ვითარების  პირობებში  მარტოხელა  მშობლისთვის  ბავშვის  აღზრდა  მრავალ  სირთულესთან  არის  დაკავშირებული  როგორც  ეკონომიკური,  ისე  სოციალური  თვალსაზრისით.  ამას  ართულებს   ისიც,  რომ  მოქმედი  სამართლებრივი  რეგულაციები  არ  ეხება  იმ პირთა  წრეს, რომელსაც  სრულიად  მარტო  უხდება  არასრულწლოვანი  შვილის/შვილების  აღზრდა.  აღნიშნული  კი  გახლავთ  მიზეზი  იმისა, რომ  ისინი  ვერ სარგებლობენ  სოციალური  შეღავათებით.

სამოქალაქო  კოდექსის  1191  პრიმა  მუხლი  ეხება  მარტოხელა  მშობლების  ძალიან  ვიწრო  კატეგორიას  და  ყურადღების  მიღმა  ტოვებს  იმ  მშობლებს,  რომლებსაც  მეუღლე  გარდაცვლილი  ჰყავთ  და  არ  იმყოფებიან  ქორწინებაში  ან   თუ  ბავშვის  მეორე  მშობელს  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშვის  მიმართ  მშობლის  ყველა  უფლება-მოვალეობები  და  შესაბამისად,  მშობელს  სრულიად  მარტო  უხდება  ბავშვის  აღზრდა.

მოვითხოვთ,  რომ  სამოქალაქო  კოდექსის  1191  პრიმა  მუხლის  მეორე  და  მესამე  ნაწილები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  სახით:

2. მარტოხელა  დედა  არის  პირი,  რომელსაც  ჰყავს  ქორწინების  გარეშე  დაბადებული  18  წლამდე  ასაკის  შვილი,  თუ  ბავშვის  დაბადების  აქტის ჩანაწერში  არ არის  შეტანილი  ჩანაწერი  ბავშვის  მამის  შესახებ,  ან  თუ  დაბადების  აქტში  არის  ჩანაწერი  ბავშვის  მამის  შესახებ,  მაგრამ  ბავშვის  მამა  არის  გარდაცვლილი  და  დედა  არ  იმყოფება  ქორწინებაში  ან თუ  მამას  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშის  მიმართ  მშობლის  უფლება-მოვალეობები  და  დედა  არ  იმყოფება  ქორწინებაში.  

აგრეთვე  პირი,  რომელსაც  ჰყავს  შვილად  აყვანილი  18  წლამდე  ასაკის  ბავშვი  და  რომელიც  ბავშვის  შვილად  აყვანის  მომენტში  არ  იმყოფებოდა  რეგისტრირებულ  ქორწინებაში.  

3. მარტოხელა  მამა  არის  პირი,  რომელსაც  ჰყავს  ქორწინების   გარეშე  დაბადებული  18  წლამდე  ასაკის  შვილი,  თუ  ბავშვის  დაბადების  აქტის ჩანაწერში  არ  არის  შეტანილი  ჩანაწერი  ბავშვის  დედის  შესახებ,  ან  თუ  დაბადების  აქტში  არის  ჩანაწერი  ბავშვის  დედის  შესახებ,  მაგრამ  ბავშვის  დედა  არის  გარდაცვლილი  და  მამა არ  იმყოფება  ქორწინებაში  ან  თუ  დედას  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშვის  მიმართ  მშობლის  უფლება-მოვალეობები  და  მამა  არ  იმყოფება  ქორწინებაში.  

აგრეთვე  პირი,  რომელსაც  ჰყავს  შვილად  აყვანილი  18  წლამდე  ასაკის  ბავშვი  და  რომელიც  ბავშვის  შვილად  აყვანის  მომენტში  არ  იმყოფებოდა  რეგისტრირებულ  ქორწინებაში.

 

 

ვიმედოვნებ,  რომ  პარლამენტი  გაიზიარებს  აღნიშნულ  მოთხოვნას.  

author image

სამართალმცოდნე,  კერძო  სამართლის  სპეციალისტი.