gallery images

საჭიროა 3234 ხელმოწერა

1766
5000

ადრესატი:

საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

ფოთის, მე-7 კილომეტრის, ჰიდრო კვანძის შეკეთება

ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, შესაძლოა, დაინგრეს. ამ დასკვნამდე მიდიან დარგის სპეციალისტები, რომლებიც მის მდგომარეობას აკვირდებიან. ზუსტად 2 წლის წინ სპეციალისტთა დასკვნით მაქსიმუმ 2 წელში ეს ხიდი დაინგრეოდა. წელს გადის ეს მეორე წელი.
ფოთი და ფოთთან ახლოს მდებარე სოფლები დატბორვის საფრთხის წინაშეა. თუ საჭირო 18 მილიონი არ გამოიყო აღნიშნული ჰიდროკვანძების შესაკეთებლად, არც ფოთი იარსებებს, არც ფოთის პორტი და არც ახლოს მდებარე სოფლები. ქვეყანა მიიღებს ასეულობით მილიონი ლარის ზარალს.
იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მასშტაბური ზარალი, უბედურება, საჭიროა ჰიდროკვანძის შეკეთება და თანაც სასწრაფოდ.