gallery images

საჭიროა 296 ხელმოწერა

4
300

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა

არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!

არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!

  • მაშინ, როდესაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ქართული ოცნებისა და ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი!
  • მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გააყალბა!
  • მაშინ, როდესაც ხელისუფლებას არ აწყობს მასობრივი აქციები, პროტესტი!
  • მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას სურს ძალაუფლების შენარჩუნება!

ქართული ოცნება გეგმავს 4-10 ნოემბრის შუალედში გამოაცხადოს LOCKDOWN, გააჩეროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აღადგინოს კომენდანტის საათი, სკოლები და უნივერსიტეტები გადააიყვანოს on-line სწავლების რეჟიმზე. აღნიშნული შეზღუდვების დაწესებას ხელისუფლება გეგმავს 2022 წლის მარტ-აპრილამდე ეტაპობრივი გადავადებებით, COVID-19 პანდემიის ქოლგას ამოფარებული ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების სახელით, მითუმეტეს, რომ საქართველოს კანონში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ 453 მუხლში წინასწარ აქვთ გაწერილი, რომ ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება შეუძლიათ 2022 წლის 1 იანვრამდე მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების განცხადებები:

  1. ეკატერინე ტიკარაძეს - შეზღუდვების დაწესების ინიციატივა არ გააჩნია - https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradze-am-etapze-shezghudvebtan-dakavshirebit-iniciativebi-ar-gvaqvs/;
  2. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება - შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება - https://1tv.ge/news/irakli-gharibashvili-shezghudvebs-ar-vgegmavt-saubari-iqneba-ara-raimes-chaketvaze-aramed-martiv-regulaciebze-rogorebicaa-pirbadis-tareba-khalkhmravali-shekrebebis-shezghudva/;
  3. აქვე გვახსოვს პრემიერ ღარიბაშვილის მუქარა - ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლია 1 საათში - https://tabula.ge/ge/news/672504-gharibashvili-shezghudvebze-1-saatshi-shemidzlia

ზუსტად პრემიერის ამ მუქარის შემცველი, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული განცხადებიდან, არჩევნების გაყალბების შემდეგ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და აქციების შიშით, ასევე გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციით, ვრწმუნდებით, რომ ხელისუფლება გეგმავს ქვეყნის ჩაკეტვას, ეკონომიკის გაჩერებას, LOCKDOWN-ს, ტრანსპორტის შეზღუდვას და კომენდანტის საათის დაწესებას.

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვთვლით, რომ მმართველმა ძალამ გააყალბა არჩევნები და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, აქციების შიშით, გეგმავს ამ შეზღუდვების დაწესებას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით და ეს იქნება რუსული მეთოდით მოსახლეობის პოლიტიკური და-ЗАМОК-ება!

ჩვენ გვსურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება!

უთხარი არა პოლიტიკურ შეზღუდვებს!

არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

„ახალგაზრდა თაობა“ /დ.დონერიანი/
„მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“ /ე.კერესელიძე/
„ახალი ძალა საქართველოსთვის“ /ლ.შველიძე/
„ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება - ლაზარე“ /ჯ.კვარაცხელია/
„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“ /ი.კიკიანი/
"თავისუფალი ხმა" /ნ.კურტანიძე/
საინიციატივო ჯგუფი - "ხალხის ხმა" /მ.მინდიაშვილი/