gallery images

საჭიროა 933 ხელმოწერა

67
1000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი

ხელოვანების მოწოდება მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისათვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს

ჩვენ, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, მუსიკისა თუ კულტურის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად, მოგმართავთ და მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და გადაიყვანოთ ის ისეთ კლინიკაში, როგორსაც გაეწია რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მიერ.

ჩვენ არ ვართ მომხრე პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ართმევს იმედს მომავალ თაობებს; ჩვენ გვსურს ამ ქვეყანაში სახელმწიფო უფრთხილდებოდეს ადამიანის სიცოცხლეს. დაუშვებელია სამართლიანობის სახელით სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ნებისმიერი ადამიანისათვის. გვჯერა, რომ მესამე პრეზიდენტის შიმშილით სიკვდილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ სრულდება ექიმებისა და სახალხო დამცველის მოთხოვნა - გაეწიოს პატიმარს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოუსწორებელ ლაქად დააჩნდება საქართველოს უახლეს ისტორიას.

ხელმომწერნი:) 1. ციაკო აბესაძე 2. ბექა ადამაშვილი 3. ნიკოლოზ აგლაძე 4. მაია ალუდაური 5. რატი ამაღლობელი 6. ზაალ ანდრონიკაშვილი 7. მაია ბადრიძე 8. თამაზ ბათიაშვილი 9. ლიზა ბათიაშვილი-ლელუ 10. მედიკო ბაქრაძე 11. ლადო ბეროზაშვილი 12. ლევან ბერძენიშვილი 13. პაატა ბურჭულაძე 14. ლაშა ბუღაძე 15. ნატალია გაბისონია 16. რეზო გეთიაშვილი 17. ნათია გიორგაძე 18. მარი გულბიანი 19. დალილა გოგია 20. ნანა გოგოლაშვილი 21. ხათუნა გოგუა 22. გია გოკიელი 23. ბექა გოჩიაშვილი 24. ნატო დავითაშვილი 25. ქეთი დანელია 26. ირინა დემეტრაძე 27. თეონა დოლენჯაშვილი 28. ლელა დუმბაძე 29. ხატია ეკიზაშვილი 30. ნანა ექვთიმიშვილი 31. ვახო ვარაზი 32. დავით ვაშაძე 33. ლია ვიტეკი 34. სოფო ზერაგია 35. დათა თავაძე 36. ხათუნა თავდგირიძე 37. კოტე თაყაიშვილი 38. თამარ თვარაძე 39. შოთა იათაშვილი 40. მედეა იმერლიშვილი 41. პიტერ იანი 42. გიორგი კაკაბაძე 43. ირაკლი კაკაბაძე 44. ნინია კაკაბაძე 45. ლანა კალანდია 46. კატო კალატოზიშვილი 47. მაკა კასრაძე 48. ნინო კასრაძე 49. სოფო კილასონია 50. ზვიად კვარაცხელია 51. ალექსანდრე კვატაშიძე 52. ნესტან ნენე კვინიკაძე 53. თამარ კვიჟინაძე 54. დარეჯან კიკოლიაშვილი 55. ნინო კირთაძე 56. მეგი კობალაძე 57. ლელა კოდალაშვილი 58. მაია კუდავა 59. ნუცა კუხიანიძე 60. ნიკა ლაშხია 61. შორენა ლებანიძე 62. ეკატერინე მაზმიშვილი 63. სალომე მაისაშვილი 64. ლიკა მაისურაძე 65. თინა მამულაშვილი 66. დიანა მაღლაკელიძე 67. მარიამ მაღრაძე 68. გურამ მაცხონაშვილი 69. ქეთი მაჭავარიანი 70. თეკლა მაჭავარიანი 71. თაკი მუმლაძე 72. მუხრან მახარაძე 73. ნათია მიქელაძე 74. ტორესა მოსი 75. ქეთი ნადიბაიძე 76. ელენე ნავერიანი 77. დავით ნათიძე 78. გაგა ნახუცრიშვილი 79. ქეთი ნიჟარაძე 80. გივი (ბესო) ოდიშარია 81. ლელა ოჩიაური 82. ზურა პაპიაშვილი 83. სოფო ჟვანია 84. ნიკოლოზ რაჭველი 85. ლელა სამნიაშვილი 86. ბესო სოლომონაშვილი 87. ირაკლი სოლომონაშვილი 88. ილიკო სუხიშვილი 89. ნინო სუხიშვილი 90. თამარ ტატიშვილი 91. ეკატერინე ტოგონიძ ე 92. დათო ტურაშვილი 93. ანა ურუშაძე 94. გიორგი უშიკიშვილი 95. ნინო ფურცხვანიძ ე 96. თამრი ფხაკაძე 97. დავით ქაშიაშვილი 98. ივა ქიმერიძე 99. არჩილ ქიქოძე 100. გია ქობულაშვილი 101. კოტე ყუბანეიშვილი 102. ნინო შაბურიშვილი 103. თაკო შავგულიძე 104. ქეთა შათირიშვილი 105. პაატა შამუგია 106. ირმა შარიქაძე 107. პაპუნა შარიქაძე 108. გაგა შიშინაშვილი 109. თამუნა შენგელია 110. გიო შველიძე 111. ნიკა ჩერქეზიშვილი 112. ბელა ჩეკურიშვილი 113. ნინო ჩიჩუა 114. პაატა ციკოლია 115. დათი ცინცაძე 116. ლელა ცუცქირიძე 117. ხათუნა ცხადაძე 118. იაკო ჭილაია 119. ირინე ჭოღოშვილი 120. ანა ხაზარაძე 121. ბასა ხარაზი 122. თეო ხატიაშვილი 123. ნინო ხარატიშვილი 124. ბექა ხაჩიძე 125. სოსო ხვედელიძე 126. დავით ხმალაძე 127. გვანცა ჯობავა 128. თეონა ჯორბენაძე

author image

საქართველოს ლიტერატორები, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დასაცავად ერთიანდებიან და თანხმდებიან ერთ უმთავრეს ღირებულებაზე: ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია! მნიშვნელოვანია ნებისმერ ადამიანს სახელმწიფომ აღმოუჩინოს კანონით გათვალისწინებული და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციასთან შესაბამისობაში არსებული სამედიცინო დახმარება.