საკონტაქტო ინფორმაცია
#FREEMISHA - გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში

საჭიროა 1840 ხელმოწერა

160
2000
ადრესატი:

#FREEMISHA - გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრს

რატი ბრეგაძეს

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა

ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, მოგიწოდებთ იუსტიციის მინისტრს - რატი ბრეგაძეს, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშ არის სპეციალური პენიტენციური სამსახური.

ბატონო რატი, ერთხელ მაინც იყავით იუსტიციის მინისტრი, და ნუ იქნებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები!

ჩვენ ვიხილეთ კადრები, რომლებიც გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა - მიხეილ სააკაშვილის მოტყუებით #12 პენიტენციური დაწესებულებიდან #18 პენიტეციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი კადრები. ამ კადრებს ვაფასებთ როგორც ძალადობას, არაადამიანურ მობყრობას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად, განსხვავებული აზრის დევნად, ადამიანის უფლებების დარღვევად, პოლიტიკურ ნაბიჯად - რომელიც ნაკარნახევია რუსეთის მიერ!

ბატონო რატი, ჩვენ გვახსოვს არააერთი პატიმარი, რომელიც გადაყვანილ იქნა კერძო კლინიკაში!

ბატონო რატი, თქვენ ამისკენ მოგიწოდათ ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციებმა, სტრასბურგის სასამართლომ!

ბატონო რატი, პოლიტიკურია ასევე მისი მოთავსება იმ საკანში, სადაც 40-დღეზე მეტი მოშიმშილე საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს წაართვით სუფთა ჰაერის (ჟანგბადის) სუნთქვის უფლება! - დიახ პოლიტიკურია, რამეთუ იმგვარად გყავთ მოთავსებული ის საკანში (და ეს არ არის არანაირად პალატა), რომლის ფანჯრის გაღებისთანავე მოპირდაპირე კორპუსიდან იწყება სხვა პატიმრების მიერ ორგანიზებული შეურაცმყოფელი შეძახილები, ლანძღვა-გინება და სხვა მესამე პრეზიდენტის მიმართ!

ბატონო რატი, მოგიწოდებთ, დროულად მოხდეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში რათა თავიდან ავიცილოთ ცუდი შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან ცუდად აისახება საქართველოს რეპუტაციაზე! ყოველგვარი ეს ნაბიჯი არის მხოლოდ რუსული ნარატივი!

რუსული ნარატივია ასევე ის ფაქტი, რომ თქვენ და თქვენმა სამინსიტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის ვიდეო მასალა, რაც გამოიყენა რუსულმა ტელეკომპანია РОССИЯ-1, რაზეც არ გვახსოვს არც ერთი თქვენი და მთავრობის სსხვა წევრის არც ერთი განცხადება, არც კი დაგმეთ აღნიშნული ფაქტი.

რუსული ნარატივია, ევროპარლამენტარების არ შეშვება პრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად!

ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს მოქალაქეები მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მოხდეს რეფორმატორი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში (როგორც იყო თავიდან ნათქვამი - ვივა მედში), დაუყოვნებლივ მოხდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა!

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მე-3 პრეზიდენტს, მის სიცოცხლეს, თავისუფლებას, მის ოჯახს, მათ უფლებებს!

ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას!

ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს!

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

„ახალგაზრდა თაობა“ /დ.დონერიანი/
„მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“ /ე.კერესელიძე/
„ახალი ძალა საქართველოსთვის“ /ლ.შველიძე/
„ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება - ლაზარე“ /ჯ.კვარაცხელია/
„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“ /ი.კიკიანი/
"თავისუფალი ხმა" /ნ.კურტანიძე/
საინიციატივო ჯგუფი - "ხალხის ხმა" /მ.მინდიაშვილი/