gallery images

საჭიროა 9540 ხელმოწერა

460
10000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა

BTC ეროვნულ ვალუტად

ამ ინიციატივით, #BTCეროვნულვალუტად ჯგუფის წევრები და გადაცემა "კრიპტო ბაზარი" ვეხმიანებით ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებულ რეგულირებებს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შედეგად, მარტივია იმის დანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრიპტო-ვალუტების არსებობა საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნების ლეგალურ იურისდიქციაში. საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის.

ინიციატივა #BTCეროვნულვალუტად გულისხმობს - ზოგადად კრიპტო ვალუტების ლეგალურ საგადახდო საშუალებად დაშვებას. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს გადახდა განახორციელოს ლარში, ბიტკოინში, თუ სხვა ნებისმიერ კრიპტო-ვალუტაში და ასევე, თითოეულ ბიზნესს უნდა ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს გადახდა მიიღოს ლარში, ბიტკოინში თუ სხვა კრიპტო-ვალუტაში.

მსოფლიოში არსებობს ბევრი მკაცრი მიდგომა კრიპტო-ვალუტების მიმართ, თუმცა თუ ჩვენი სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემა იქნება მარტივი, გახსნილი და მიმზიდველი მსოფლიო ბაზარზე, ჩვენ მარტივად შეგვიძლია მოვიზიდოთ ინვესტიციები სწორედ კრიპტო-ვალუტის კუთხით. შესაბამისად კანონმდებლობა უნდა იყოს რაც შეიძლება ლოიალური კრიპტო-ვალუტაში გადახდების მიმართ.

მოგეხსენებათ ინფლაციის ყოველწლიური მაჩვენებელი იზრდება, რაც თავის მხრივ ართულებს საქართველოს მოქალაქეების ანუ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ჩვენ ვთვლით, რომ კრიპტო-ვალუტების გამოყენება შეამცირებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფინანსურ რისკებს. კრიპტო-ვალუტების, მაგ. Ბიტკოინის ემისია, ლარისგან განსხვავებით ლიმიტირებულია. არჩევანის თავისუფლების შემთხვევაში თითოეული მოქალაქე თავად შეძლებს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის რისკების განსაზღვრას. საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ფაქტია, რომ ამ ამოაცანას ვერ უმკლავდებიან.ჩვენი მოქალაქეების ხარჯები ყოველდღიურად იზრდება, ამავდროულად კი არ არსებობს შემოსავლის წყარო. როგორც ფილიპინები გადაარჩინა კრიპტო-ვალუტამ შიმშილობას, შესაძლებელია საქართველოს იგი დაეხმაროს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა თავისი ეკონომიკური ზრდით და ასევე არჩევანის თავისუფლებით კრიპტო-ვალუტების გამოყენების მიმართულებით..

ამ პეტიციით მივმართავთ პარლამენტს,კრიპტო-ვალუტა აღიაროთ ლეგალურ საგადახდო საშუალებად, ყველა ოპერაცია გაათავისუფლოთ გადასახადებისგან და ამავდროულად შეუქმნათ უცხოელ ინვესტორებს ჰაბი, სადაც ისინი შეძლებენ სხვადასხვა ბლოქჩეინ-პროექტების განხროციელებას ზედმეტი ბიუროკრატიის, ლიცენზიებისა თუ ნებართვების გარეშე.

author image

გადაცემა "კრიპტო ბაზრის" დამფუძნებელი და წამყვანი.