საჭიროა 1932 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი, საქართველოს მოქალაქეები -
ვეყრდნობით რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
მივესალმებით რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულნი ვართ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვეობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპების;
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციის გამო და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოყენების მუქარას, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს კონტინენტზე;
ასევე ვაცხადებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა და საქართველო თავიანთი სუვერენული ნებისა და 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზე, აუცილებლად გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები. რუსული აგრესიის ფონზე, ეს არჩევანი უალტერნატივოა;
მივიჩნევთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი;
მივიჩნევთ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის და ასევე, ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა;
სოლიდარობას ვუცხადებეთ მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს;
მივიჩნევთ, რომ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი უკანონოდ იმყოფებიან;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, საკანონმდებლო და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძონ და გააძლიერონ საქართველოს წვლილის შეტანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვებაში და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაში.
We, the undersigned citizens of Georgia:
Conforming to the Constitution of Georgia and to the international treaties;
Welcoming the principles of peace and cooperation in international relations;
Reaffirm our loyalty to the international order and universally agreed upon norms established by international law, including: principles of territorial integrity, sovereignty, and inviolability of internationally agreed upon state borders;
Express grave concern over Russia’s military escalation and condemn its threats on the use of force against Ukraine’s sovereignty and territorial integrity that not only threatens Ukraine, but also the peace and security of the entire region;
Declare that Russian aggression against Ukraine and Georgia – including the infringement of their territorial integrity and equipment of separatist forces with weapons - is a serious violation of the fundamental principles of international relations that threatens the security and stability of the entire continent;
Reiterate that integration into the transatlantic alliance is a sovereign right of a nation-state, and it is categorically unacceptable to infringe on that choice by military or political means;
Express our certainty that, given their political will and the Bucharest summit declaration, Georgia and Ukraine will become members of the transatlantic alliance. In light of Russia’s continued aggression, this seems like an unaltered choice;
Consider that the international community needs to make it its utmost priority and responsibility that Russia does not intervene in Ukraine;
Believe that, in the given situation, protecting Ukraine’s national security is of utmost importance for Georgia’s national security and for ensuring the long-term peace in the continent.
Express our solidarity to Georgia’s loyal friends, the Ukrainian people, who remain victims of Russia’s continued aggression.
Consider that for the peace, security, and stability in the region, Russia needs to take its occupation forces out of Georgia, Ukraine, and Moldova – where they have been unlawfully stationed.
Call upon the parliament and the government of Georgia to use all legal and diplomatic means available to them - in cooperation with our strategic partners – to increase their contribution in preventing Russian invasion of Ukraine and in strengthening our strategic ties and partnership with Ukraine.