საჭიროა 1688 ხელმოწერა
ადრესატი:
შეწყდეს ყველა პროპაგანდისტული რუსული და პრორუსული საინფორმაციო მედიასაშუალების მაუწყებლობა საქართველოში!
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის და პუტინის იმპერიალისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რუსული საინფორმაციო ომის მანქანაა.
წლების მანძილზე საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამდა რუსული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წინააღმდეგ. დღეს, უკრაინაში რუსული აგრესიის პირობებში, რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობას.
იმისთვის, რომ არ მოხდეს კრემლის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე კრემლის პროპაგანდის ზემოქმედება და საზოგადოების დემორალიზაცია, დღის წესრიგში დგას საქართველოში მაუწყებლობის მქონე ყველა რუსული და პრორუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხის მაუწყებლობის შეჩერება. მივმართავთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და საქართველოში მოქმედ ყველა ოპერატორს, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უზრუნველყოს შესაბამისი არხების ჩახსნა მაუწყებლობიდან.
ინიციატორები: ,,სტრატეგია აღმაშენებელი" და ,,რესპუბლიკური პარტია"