საკონტაქტო ინფორმაცია
შეეზღუდოთ მაუწყებლობა ალტ-ინფოსა და ყველა სხვა რუსულ მედიას საქართველოში

საჭიროა 5446 ხელმოწერა

14554
20000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისია

შეეზღუდოთ მაუწყებლობა ალტ-ინფოსა და ყველა სხვა რუსულ მედიას საქართველოში

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვიაზრებთ რა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მიმართ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ხელს ვაწერთ ამ პეტიციას შემდეგ მიზეზთა გამო:

უკრაინაში რუსეთის მასშტაბური სამხედრო დანაშაულის პარალელურად მსოფლიოში რუსული საინფორმაციო ომი მძვინვარებს. პროპაგანდისტული და პრორუსული საინფორმაციო მედიები ცდილობენ გაამართლონ რუსეთის სამხედრო აგრესია და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. 

რუსეთის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის საქართველოც, სადაც რუსული და ადგილობრივი პრორუსული არხები ცდილობენ პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენას. 

გარდა რუსეთის სახელმწიფო მედიებისა, პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა „ალტ-ინფო“, რომელიც ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მათივე შეცდომების შედეგად წარმოჩენას, რაც თითქოს უკრაინის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია და რუსეთს ომის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა. მსგავსი განცხადებებით, პროპაგანდისტული საინფორმაციო მედიები ცდილობენ გაამართლონ რუსული პოლიტიკა, ხოლო, იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ისინი პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა, სუვერენიტეტს და დასავლურ კურსს. ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენი და ჩვენი მომავლის მშვიდობას. დასავლეთის ქვეყნებმა და სოციალურმა ქსელებმა უკვე შეზღუდეს რუსული პროპაგანდისტური არხების ტრანსლირება. მთავარი არგუმენტი მათი მაუწყებლობის წინააღმდეგ, არის რუსული აგრესიის ლეგიტიმაცია, სწორედ ის, რაც საქართველოშიც ხდება. 

ბოლოდროინდელი პროცესების ადასტურებს, რომ ხელისუფლება კაცობრიობის მტერთან მორჩილებით უკრაინას მორალურადაც კი არ უჭერს მხარს. ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას. ამიტმო, ეს ომი საერთო მტერთან ყველა ჩვენგანის მოსაგებია. ჩვენ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ რუსეთის ერთ-ერთ მძლავრ იარაღს, კრემლის პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში. 

მოვუწოდებთ:

  • ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს (სილქნეტი, მაგთი და ა.შ.) - აიღონ პასუხისმგებლობა მომხმარებელთა მიმართ და შეზღუდონ რუსეთის სახელმწიფო და ადგილობრივი პროპაგანდისტული მედიების, მათ შორის “ალტ-ინფოს” ტრანსლაცია
  • საქართველოს ხელისუფლებას და სახელმწიფო ორგანოებს - გამოაცხადოს რუსული და ადგილობრივი პრორუსული არხები, მათ შორის “ალტ-ინფო”, საფრთხედ ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მათ შესაჩერებლად.