საკონტაქტო ინფორმაცია
არა 2 მაისს აუდიტორიებში

საჭიროა 649 ხელმოწერა

4351
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

არა 2 მაისს აუდიტორიებში

 მოგეხსენებათ სასწავლო პროცესის განახლება იგეგმება 2 მაისს,სააუდიტორიო სივრცეში.

ქვეყანაში და არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე გართულებული პროცესების ფონზე,ეკონომიკური მდგომარეობა გართულებულია.

სტუდენტთა 70%-ს მაინც,აქვს ბინის ქირაობის,სამსახურებრივი ხელშეკრულებებით გამოწვეული სირთულეები,რადგანაც მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს,მანამდე არსებული ონლაინ სწავლების გამო,არ დასჭირვებია ბინის ქირაობა,2 მაისამდე მოცემული დრო უნივერსიტეტისაგან კი სრულიად არ არის საკმარისი ბინის ქირაობისა და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად,რომელიც წარმოქმნილია ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო და ამ გადაწყვეტილების არ შეცვლის შემთხვევაში,ბევრი სტუდენტი,განსაკუთრებით რეგიონებიდან რჩებიან განათლების მიღების გარეშე.

ჩვენი მოთხოვნაა,გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება და სემესტრი დასრულდეს ონლაინ ფორმატით ან სტუდენტებს მიეცეთ არჩევანის თავისუფლება,რათა სემესტრის დასარულამდე დარჩენილია მხოლოდ 2 თვე და ვფიქრობთ,რომ არ უნდა წარმოადგენდეს სასწავლო პროცესის სააუდიტორიო რეჟიმით განახლება ახალი სემესტრიდან,სექტემბრიდან ისეთ პრობლემას,როგორ პრობლემურადაც ეს ყოველივე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ წარმოგვიჩინა.

პატივისცემით სტუდენტები.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი

ვრცლად