gallery images

საჭიროა 1982 ხელმოწერა

18
2000

ადრესატი:

ბილაინი

გახადეთ 2 გიგაბაიტი ინტერნეტი თვეში 4 ლარი

თქვენი ერთგული მომხმარებლის თხოვნაა გადახედოთ თქვენს არსებულ სატარიფო პაკეტს ინტერნეტზე რომელიც ითვალისწინებს 1 გიგაბაიტი ინტერნეტის ყოველთვიურად 4 ლარად შეძენას. ჩვენი თხოვნაა გააუმჯობესოთ მოცემული პაკეტი და გახადოთ 2 გიგაბაიტი 4 ლარი ერთი თვე. მიზეზი მოთხოვნისა არის შემდეგი: თქვენ უკვე გაქვთ საკმაოდ კარგი პაკეტი 1 კვირიანი ინტერნეტი 500 მეგაბაიტი 1 ლარი, თუ მომხმარებელი თვის მანძილზე 4_ჯერ გაააქტიურებს ამ პაკეტს და საერთო ჯამში გადაიხდის 4 ლარს გამოვა რომ: თვის (4 კვირის) მანძილზე შეძენილი ინტერნეტის მოცულობაა იგივე 2 გიგაბიტი ხოლდო დახარჯული თანხა 4 ლარი, რასაც ჩვენ ვითხოვთ. მოგეხსენებათ თქვენი ქსელის განვითარებამ და ახალი LTE ტექნოლოგიების დანერგვამ გაზარდა მომხმარებელთა მოთხოვნები და სურვილები. ჩვენი თხოვნაა გადახედოთ ამ პრობლემას და გადაჭრათ იგი თქვენი ერთგული მომხმარებლების გულისთვის. გვჯერა რომ საკითხის მოგვარების შემდეგ გაცილებით მეტი მომხმარებელი, განსაკუთრებით 4G ქსელის მობილურების მფლობელები შეიძენენ ახალ პაკეტს, აგრეთვე საკითხის წარმატებულად გამოყენება მოხდება მარკეტინგული თვალსაზრისით, რეკლამისათვის და უფრო მეტ მომხმარებელს მოიზიდავთ.