gallery images

საჭიროა 9149 ხელმოწერა

851
10000

ადრესატი:

თბილისის საკრებულო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა

მიიღეთ სასწრაფო ზომები თბილისის შემოგარენში ფიჭვების (და სხვა წიწვოვანი კულტურების) მასიურ ხმობასთან დაკავშირებით

თბილისში და მის შემოგარენში წიწვოვანი კულურების (ფიჭვების და უკვე კედრების) ფიტოსანიტარული მდგომარეობა საგანგაშო ზღვარზეა. სოკოვანი დაავადებები და პარაზიტები ინტენსიურად ანადგურებენ ხეებს. თითო ასეთი ხმელი ხე პარაზიტების მატარებელია და სასწრაფოდ *შემდგომა-ზამთრის პერიოდში)  თუ არ მოხდა მისი გატანა ტყიდან, გაზაფხულზე, პარაზიტების ახალი აფეთქება გველოდება, რაც დარჩენილ საღ ხეებსაც იმსხვერპლებს. 

მდგომარეობის სიმძაფრეზე ერთხმად თანხმდებიან სპეციალისტები. ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა ინტენსიურად უნდა მომდინარეობდეს. მერიის ტენდერები იწელება დროში. მოგიწოდებთ მიიღოთ შესაბამისი ზომები და სასწრაფო წესით მოხდეს მობილიზაცია, ბიურიკრატიული ბერკეტების გამისწორება და ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა არა მხოლოდ მთაწმინდის ფერდიდან, არამედ ყველა დაავადებული უბნიდან ( თბილისის ზღვა, წყნეთი, ლისის ტბა, ლილო, ა.შ. )