gallery images

საჭიროა 9974 ხელმოწერა

55
10029

ადრესატი:

თბილისის საკრებულო
თბილისის მერია

აიკრძალოს ფოიერვერკის გამოყენება 22 საათის შემდეგ!

წარმოიდგინეთ, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მოდიხართ სახლში, ივახშმებთ და დასასვენებლად დაწვებით, ძვლივს ჩაგეძინებათ და უცებ გეღვიძებათ, რადგან ვიღაც მთვრალი ოღრაში ფოიერვერკს აბათქუნებს

ჰიგიენაში განიხილება ტერმინი „ხმაურით დაბინძურება". მედიცინაში ცნობილია, რომ მან შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია, სტრესი, ტინიტუსი, ძილის დარღვევა და სხვა დამაზიანებელი ეფექტები.

თბილისში პრაქტიკულად არაფერი კეთდება ამ ტიპის ჰიგიენის დაცვისთვის. იმის გარდა, რომ ქუჩები გადაჭედილია ავტომობილებით და არიან მანქანები, რომლებსაც მიზანმიმართულად აქვთ გაზრდილი ხმა, ამას ემატება ხმამაღალი მუსიკა ბარ-რესტორნებიდან და ყველაზე მეტად შემაწუხებელი - აფეთქებების ხმა. 

ჩვენ მოქალაქეთა გულგრილობა იქამდეა მისული, რომ ფოიერვერკის გადაბმული აფეთქებების ხმა შუაღამის შემდეგაც არაერთხელ დაფიქსირებულა.

დროა, წერტილი დავუსვათ უკანონობას და გულგრილობას! დროა, დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემა! დროა, მოვითხოვოთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები - ჰაერი და სიმშვიდე! ადამიანი ამას იმსახურებს! 

პეტიციაზე ხელმომწერნი მოვითხოვთ თბილისში აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება 22 საათიდან 8 საათამდე.