gallery images

საჭიროა 40986 ხელმოწერა

14
41000

ადრესატი:

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო

პეტიცია გოგი თოფაძის კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის შესახებ

ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს ვთხოვთ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი თოფაძის კოალიციიდან გარიცხვის შესახებ.

გიორგი თოფაძემ, როგორც ერთმა პარლამენტარმა სტალინისტური და ანტიდასავლური განცხადებები არაერთხელ გაავრცელა. საქართველოს მოსახლეობას არასდროს მხარი არ დაუჭერია საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისთვის, შესაბამისად ალოგიკურია ასეთი პარლამენტარების პარლამენტში ან მმართველ გუნდში ყოფნა.

მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და შეიძლება არასწორად იყოს გაგებული ევროპასა და შეერთებულ შტატებში. უკვე დიდი ხანია კეთდება განცხადებები საქართველოს დასავლური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ტრიბუნიდან ასევე ქვეყნის შიგნით არსებობს მოსაზრება, რომ ასეთ ძალებს მალე პარლამენტში ვხილავთ.

ქართული ოცნების მხრიდან ბევრი განცხადება მოგვისმენია დასავლური კურსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ ერთეული ადამიანები ან კოალიციის მხოლოდ რამდენიმე სუბიექტი დგავს რეალურ ნაბიჯებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

კარგი იქნება თუ პოლიტიკური საბჭო იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და საერთაშორისო პარტნიორებს ნათლად დაანახებს საკუთარ პოზიციას საგარეო კურსთან დაკავშირებით. ასევე საარჩევნო წელს გაფანტავს ეჭვებს, რომლებიც ხალხში არსებობს კოალიციის ოკუპანტებთან თანამშრომლობის შესახებ.