gallery images

საჭიროა 603 ხელმოწერა

397
1000

ადრესატი:

თბილისის მერია

არ დავუშვათ ქართული უნივერსიტეტის წინ სასტუმროს მშენებლობა!

მოგახსენებთ, რომ "ქართული უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სასტუმროს მშნებლობა,საუბარია უნივერსიტეტის წინ მდებარე გამწვანებულ სივრცეზე.
ვფიქრობთ, სასტუმროს მშენებლობა გამოიწვევს აღნიშნული ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეების მოჭრას, აღნიშნული ზონა კი ამ უბანში მაცხოვრები მოსახლეობისათვის ერთადერთ გამწვანებულ მასივს წარმოადგენს.
მშენებლობის შედეგად გამოწვეული ხმაური ხელს შეუშლის და შეიძლება ითქვას წარმოუდგენელს გახდის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. ამასთან ერთად, დამახინჯდება უნივერსიტეტის ყოველდღიური ცხოვრება, წარმოუდგენელია ამ პატარა სივრცეში იფუნქციონიროს 12 სართულიანმა სასტუმრომ, თავისი ინფრასტრუქტურით და ამავდროულად 25 მეტრის დაშორებით სასწავლო-საგანმანათლებლობა დაწესებულებამ.
ჩვენ არ ვერევით არავის კერძო საკუთრების განკარგვაში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ტერიტორიაზე, ამ სახის მშენებლობის წამოწყება ზიანს მიაყენებს როგორც ქალაქის ეკოლოგიას, ასევე მის იერსახეს, ხელს შეუშლის სასწავლო პროცესს.
დაიცავი შენი ქალაქი, დაიცავი შენი უნივერსიტეტი !!!