gallery images

საჭიროა 9994 ხელმოწერა

6
10000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

სანქციები ოკუპანტი კომპანიების წინააღმდეგ!

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას:

მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, ასევე, აღნიშნული სახელმწიფო მის ხელთ არსებული ყველა ხერხით ცდილობს მოახდინოს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების დამკვიდრება და პროპაგანდა.

ამ გეგმის განხორციელებაში და გავრცელებაში იგი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მასმედიას და მის ხელთ არსებულ კომპანიებს, როგორებიცაა Яндекс, Рамблер, Openstreetmap და ა.შ. 

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შემუშავდეს კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დამრღვევი კომპანიების და იურიდიული პირების ყოველგვარ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე.